↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უნუგეშო ყოფა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10825 ნახვა

—
იას, ბნელს ხევში მოსულსადიდი ჭანდრები ჰფარავდა,ეწადა დიდხანს სიცოცხლე,წადილს აღარა ჰმალავდა:ინაბებოდა, ჰკრთებოდა,მზის სხივს ელოდა მაღლითა;შეჰფოფინებდა სამყაროსგაშტერებულის თვალითა.მზის სხივი აკლდა, ელოდა,მზე აღარ ამოდიოდა,ჩიქილად მისი სხივებითავზე არ ეფინებოდა.ამოიკვნესა ჩაგრულმა,გულ-მოკლულს ეტირნებოდა.მზე ვეღარ აწვდენს სხივებსაბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,ვერ უმთელებდა წყლულს გულსაფერ-გახუნებულს იასა.ია სჭკნებოდა, კვდებოდა,მიწასვე ებარებოდა.გაღმა-კი ყვავილთა გუნდისამოთხეს ედარებოდა;მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,ჯავრი არ ეკარებოდა,იას სიკვდილი ამ დროსამით უფრო ემწარებოდა:ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,მას მიწა ეფარებოდა.
1895 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი