პოეზია · ლირიკა
ტყის კომედია
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
მოქმედება პირველი
გამოსვლა პირველი
პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი.(დაბურულ ტყეში დიდ მუხის ფესვებთან აბუზულა და სტირის. მის გვერდზეპატარა ამოჩიჩქნილი ორმო მოსჩანს. მეორე თაგვი მორბის, პირველს ვერ ამჩნევს,უნდა გასცდეს).თებრონე, თებრონე! მოიხედე აქეთ, ყურს აღარ მიგდებ? გამიგონე, მოდი აქ, მომხედე!(მეორე თაგვი შედგება).მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. დილამშვიდობისა! რა იყო, რა ამბავია? (მიუახლოვდება). სონა,შენა? რა დაგმართნია, რა გატირებს?პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. რაღა რა მატირებს?! დავიღუპე, დობილო, დავიღუპე! აი,დაჰხედე ამ ორმოს. იმ შეჩვენებულს, იმ წყეულს ვიღაცას დაუცარიელებია. მერე, იცი,რა თხილი მქონდა შენახული, სულ საუკეთესო, გადარჩეული. ამოუთხრია, ამოუღიავიღაც რჯულზე ხელაღებულს! დამსვა ცარიელზე იმ ღვთისაგან წყეულმა, ეგებიჩემის ცოდვით კბილები დასცვივდეს და თვალები დაეთხაროს.მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. შხამად შეარგოს! არა, იმ ოხერს, რა ამაგი ჰქონდა გაწეული, რომეგრე უღმერთოდ და უნამუსოდ მოქცეულა?!. მაჩვი, ღორი, ან დათვი იქნებოდა.(თვალებს დიდად ახელს). უეჭველია, თაგვთაგანი მაგას ვერ გაბედავდა ვერავინ,რადგან შევუტყობდით და დაისჯებოდა სასტიკად. სხვის საკუთრების ესე უხათროდმოპყრობა კაი საქმე არ არის.პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. რის კარგი, გენაცვალე! ასეთი უხათრო ზნეობა და ყოფაქცევათუ გამეფდა ტყეში, სათაგვეთი სულ გასწყდება, ამოვარდება. ხუმრობა საქმეა?! საითსადა ვზიდე, სულ თითო თხილობით ვაგროვე, ვაკოწიწე; ზამთარში, განა არ იცი,როცა თოვლს დასდებს, საზრდოს შოვნა ძნელია და ვაი იმის ბრალი, ვისაცსაკუჭნაოში არაფერი აბადია, ამოსძვრება სიმშილით სული. მერე, ამ ორმოსსაქორწილოდ ვუფრთხილდებოდი. განა არ იცი, ბიჭი დასაქორწილებელი მყავს დაგოგოც გასათხოვარი. აბა, ეხლა საით როგორ გავუძღვე ამოდენა ხარჯსა! ერთადერთიორმო თხილიღა მაქვს შენახული, აგერ იქ, ხევ-გაღმა და იმით რომელ ერთ ხარჯსგავუძღვე?მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. (თავს აქეთ-იქით იქნევს). მაშ, მაშ! ჰმ! ჩვენში კი დარჩეს და ერთირამ უნდა გითხრა. მართალია, ღორსა, მაჩვსა და დათვს დავაბრალე (თხილის ორმოსათვალიერებს), მაგრამ არა, ეს არც ერთის ბრალი არ უნდა იყოს! ორმოს ზედ მუხისფესვი აფარია. ყოჩაღ, გცოდნია სად და როგორ გააკეთო ორმო. ეგრე უნდა. ღორს ანმაჩვს რომ ამოეთხარა, უეჭველად ფესვს ამოგლეჯავდენ და დიდათაც ამოსთხრიდენ;მე, ვიდრე ხერხს ვისწავლიდი, სად როგორ გამეკეთებინა თხილის ორმოები, ბევრითხილი შევწირე იმათ გაუმაძღარს ლაშ-პირს… ეს თაგვის ოინია. (დაბალ ხმაზე).სიმშილაანთიდან მუდამ ღამე ორონტრიალის, ტაშ-ფანდურის და ჭიანურის ხმაისმის; საიდან? როგორ? (პირველი თაგვი ყურებს ასცქვეტს).პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. სთქვი, სთქვი! (სახე უბრწყინდება). რაღაც ახალი გინდასთქვა და იქნება გამოდგეს.მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. ახალს ამბავს გეტყვი და შენ იცი, რომ გულში გექნება დაჯერჯერობით არ გამოამჟღავნებ. ცოტა ხანს ყური ვუგდოთ… ჰოო, იმას გიამბობდი,სიმშილაანი, განა არ იცი, რაც ოფლის პატრონნი ბრძანდებიან. ამ ორის კვირის წინადთავად სიმშილა დადიოდა და დამთხოვარაობდა კარდაკარ, ჩემთანაც მოვიდა: ღონესგამხადე, ერთი ათიოდე თხილი მასესხეო. მე უარი ვუთხარი და წავიდა. ვგონებ…ვგონებ კი არა, ნამდვილია, რომ სხვებმაც არაფერი მისცეს და ყველა იმას ეუბნებოდა,ამ ზაფხულს სად იყავი, რატომ არ იშრომე, არ გაისარჯეო. აბუზული დადიოდა.პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. უყურე შენ! უყურე, დაიცა, აქ საქმეა! მოიცა, მერე?მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. მერე შევხედო, მეორე, მესამე დღეს ჭიანურისა და არხალალო-ვარხალალოს ხმა ისმოდა სიმშილაანთაგან. ბიჭოს!.. ეს რა ამბავია? – მე ჩემთვისვიფიქრე, – ნუთუ ყველა ეს სიმშილის ბრალია? თავად სიმშილა ისეთ ბუქნაშიამოდიოდა, რომ ქუდი ცაში და ტანისამოსი ცეცხლში გადადიოდა.პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. ჰოო, მაშ, ბევრი კვალის კვლევა საჭირო აღარ არის. რასაჰმალავდი, წეღანვე ემაგრე იტყოდი, შე კარგო ადამიანო?!მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. ეს განა მარტო მე შევნიშნე, მთელი ქვეყანა გაოცებულიასიმშილაანთ ლხინ-გახარებით; ქევხაანთზე კაი ოჯახი სად არი ამ ჩვენ არემარეში დაისინი მესამედადაც კი არა ჰლხინობენ. რა ვიცი, რამ გააგიჟა ეგ ხალხი, თუ იმათ თავსერთი რამ ამბავი არ არის? ეს დაიხსომე. მე ეჭვით ვლაპარაკობ, ხოლო თავისთვალით არაფერი მინახავს და ყურით რაც მესმის, იმას მოგახსენებ.პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. უეჭველია, სიმშილაანთ იქით არ ვეძებ. მიკვირდა, განა არა,ამ ერთ კვირაში, სულ, აი, ამ ზვარეში მხვდებოდა, აქ დაეთრეოდა. მეც ხომყარაულად არ უდგევარ ჩემ ორმოებს: ხან ერთ ბინაზე ვარ, ხან – მეორეზე, ხან –მესამეზე. შაიგულებდა და მემრე ერთ ღამეს გადაჰზიდავდენ. მე შენ გითხრა,გასაწყვეტებს უკაცურობა შეაწუხებდათ, ბუზებივით ირევიან. მაშ დედაკაცი არვიქნები, ისეთი დღე არ დავაწიო, თავის გაჩენის საათსა სწყევლიდეს. იქნებ იმასფიქრობდეს, ქვრივ-ოხერია, ვინა ჰყავს პატრონი, შამრჩება, არაფერიაო!.. მოიცა, ამკავებს გავიყრეინებ, თუ ვერ ვაწვნიო!.. (ამ დროს ცაზე ძერა გამოჩნდება და თავსდასტრიალებთ).პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. თებრონე, თებრონე! ჩქარა თავს ვუშველოთ.მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. რაო? რა ამბავია?პ ი რ ვ ე ლ ი თ ა გ ვ ი. შეიხედე მაღლა, ჰხედავ, როგორ თვალებს გვაცეცებს ის…ისა?მ ე ო რ ე თ ა გ ვ ი. (ცაში იცქირება). უჰ, ღმერთმა დაგწყევლოს! (ორივენი სოროშიშეძვრებიან).გამოსვლა მეორე(სოროს კარებზე გამოჩნდება მესამე თაგვი ც ე ლ ქ ა)ც ე ლ ქ ა. (მისჩერებია სოროს კარებს). ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! შინარავინა ხართ?ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. შინა ვართ, ვინა ხარ?ც ე ლ ქ ა. სიდედრო, შენ? მე ვარ ცელქა, შენი სიძე. (იტყვის რა ამას, იჭიმება დაულვაშებს ისწორებს).ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. შინ შემოდი, მანდედამ რას იძახი? აბა, მაღლა აიხედე, შენს თავსრა ამბავია?ც ე ლ ქ ა. (იცქირება ცაში). აქ არაფერიც არ არის.ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. როგორ არა, ეხლახან ძერა დალახლახებდა, თავზე არ დაგეცეს.ც ე ლ ქ ა. ჰმ, მა რაღა ბიჭობაა ჩემი, ძერამაც შემაშინოს, მით უმეტეს აქ ძერა არსადასჩანს, მხოლოდ მუხაზე ერთი ჩხიკვი ზის და ნისკარტით ტალახიან ფეხებსიწმენდავს. მე ვერც კი მხედავს, შენც, ჩემო სიდედრო, გარედ გამოიხედო, ძალიანკარგი იქნება, რადგან მშვენიერი მზიანი დღეა, ცოტა რამ სალაპარაკო მაქვს,მეჩქარება.ხ მ ა ს ო რ ო დ ა ნ. აქ, შვილო, სხვა სტუმარიცა მყავს, ამას მარტოკა თავს ვერდავანებებ. (სონა და თებრონე სოროდან იჭყიტებიან).ს ო ნ ა. მშვიდობა შენს მობრძანებას, სიძევ ბატონო!თ ე ბ რ ო ნ ე. მშვიდობა შენთან, ვაჟკაცო ტოლ-უპოვარო!ც ე ლ ქ ა. ღმერთმა მოგცესთ მშვიდობა, ძვირფასნო მანდილოსანნო.ს ო ნ ა. სიძევ ჩემო! მინდოდა შენი მოსვლა და სწორედ იღბალზე მოხვედი.ც ე ლ ქ ა. მგონია, ჩემო სიდედრო, რომ მე წარამარა და უიღბლოდ არ უნდადავდიოდე.ს ო ნ ა. საქმიდანაცა სჩანს. სწორედ აგრეა. მეც იღბალი მქონია, რომ მოხვედი. შენითავი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო.ც ე ლ ქ ა. ცოტა რამ სუნი ავიღე საქმისა… ყურებში რაღაც დამაწყდა.ს ო ნ ა. ოჰ, ოჰ, სიძევ, მე ხომ დავიღუპე, დამღუპა ვიღაცამ, იმ დასაღუპავმა,პირდაპირ დამღუპა, მთელი ორმო თხილი მოუპარია ვიღაცას და დავუგდივარცარიელზე. (გაისმის ამ დროს შაშვების და ჩიტების ფთხრიალი, ჟივილ-ხივილი,„ჩხი-ჩხიოს“ ყვირილი ჩხიკვისა. ისმის ძლიერი ფეხის ხმა, ბარტყუნი და ბურტყუნი,ხეების ლაწალუწი. გამოჩნდება დათვი. ცელქა მუხის ფესვს მოეფარება. სოროშითაგვები გაინაბებიან).დ ა თ ვ ი. (თავისთვის. იცქირება აქეთ-იქით, დაბლა). აღარა ღირს სწორედ ამტყეებში სიცოცხლე, ლამის სიმშილით სული ამომხდეს, ახლა ვის წყალობით? ვიღაცაჭია-მატლებისა; ჩიტები ვარო, თაგვებიო; პირდაპირ ლუკმას გაცლიან პირიდან, ნეტარა ასოტანისა და შეხედულობის პატრონები! ჩიტები კუნელს, ასკილს, ზღმარტლსაღარ უშვებენ ხეზე და თაგვები – თხილს, კაკალს, წაბლს, წიფელას – დედამიწაზე,წადი და იცხოვრე! ჯერ კიდევ ორი თვე ზამთარია. ნეტავი შემეძლოს, ხელიმიმიწვდებოდეს, სულ გავჟუჟო ეს გასაწყვეტები! (დათვს თავზე ჩხიკვი დასჩხავის.დათვი ბუზღუნით ტყეში მიიმალება.)ც ე ლ ქ ა. აი გაგიხმა თავი! შენ გინდა ცხოვრება და სხვას არა?თ ა გ ვ ე ბ ი. მეხი კი დავაყარეთ მაგის ტურტლიან თავსა! (ცელქას) წავიდა?ც ე ლ ქ ა. სერი გადაიარა. ეტყობა, საფანელი შემოჰკლებია, რომ აგერე სწყრება.თ ა გ ვ ე ბ ი. (გამოვლენ გარეთ, სოროს პირზე დაყუნტდებიან). ესემც წასულა – აღარმოსულა!ც ე ლ ქ ა. ამინ და ეგრე იყოს! ძალიან მეწყინება, თუ არ დაგიშლიათ…ს ო ნ ა. ჩემო სიძევ, შენ გენაცვალე, მე ეგ არ მაჯავრებს, დათვის წყრომა ჩვენვერაფერს დაგვაკლებს. ვინძლო დამეხმარო. უნდა ვეცადოთ, ქურდი როგორმეგამოვაჩინოთ.ც ე ლ ქ ა. ჩემო სიდედრო, შენ ნუ გეშინიან. ქურდი გამოჩენილია. მორჩომილია.მთელმა ქვეყანამ იცის. ულვაშს მოვიპარსავ, თუ ჩემი ეჭვი ტყუილი გამოდგება.ს ო ნ ა. ვინა გგონია? (თებრონეს მიუბრუნდება) ყოჩაღია ჩემი სიძე, შენ არ დაიჯერებ,ეცოდინება.თ ე ბ რ ო ნ ე. შეიძლება, არ არის საკვირველი!..ს ო ნ ა. (ცელქას) თქვი, შე კაი კაცო, ჩვენთან რასა ჰმალავ?ც ე ლ ქ ა. დასამალი რაა? სიმშილაანთ გაიტანეს შენი ქონება.ს ო ნ ა. ყოჩაღ, ჩემო სიძევ, ყოჩაღ, როგორ მიუგნია. აი, სიძე ამისთანა უნდა!თ ე ბ რ ო ნ ე. (ცელქას) დღეგრძელი ხარ!.. სწორედ აგრეა, ჩვენც, ვიდრე შენმოხვიდოდი, სწორედ ამ საგანზე გვქონდა სჯა და ჩვენც ეჭვი იმათზე მივიტანეთ.ც ე ლ ქ ა. უეჭველია. ყველაც, ვინც კი გაიგო, სიდედრო, შენი ორმოს გატეხა-გაქურდვა, სიმშილაანთ აბრალებს. ეს ერთი კვირაა, დიდ ზეიმებსა ჰმართავენთურმე.თ ე ბ რ ო ნ ე. (თავმომწონედ, სონას) რო გითხარი, ქალო, ნახე? მაშ, ტყუილი არმითქვამს.ს ო ნ ა. (თებრონეს) იცოცხლე, ქმარ-შვილი გიცოცხლოს! (ცელქას) მაშ ჩემო ძვირფასოსიძევ, როგორ მოვიქცეთ, რას მირჩევ? მე მგონია, ასე აჯობებს, შენ ეხლავე გასწი და,საცა იყოს და არ იყოს, გზირს, მამასახლისს, ნაცვალს შეატყობინე. თითო წამიძვირფასადა ღირს, დააკარ პური თორნეს, ვიდრე ცხელია. ამაღამვე თავს დავესხათ,სახლი გავუჩხრიკოთ. არ შეიძლება, ნიშანი რამ არ ვიპოვოთ.თ ე ბ რ ო ნ ე. დიაღ, დიაღ, სწორედ მაგრე უნდა მოიქცე, სჯობს მოგვარება საქმისა, არდაყოვნება ხანისა. წადი ეხლავე, გასწი!ს ო ნ ა. აბა, ჩქარა! ეცადე, არ გიაზრონ სიმშილაანთ, რისთვისაც დასდიხარ და არგაფრთხილდენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.თ ე ბ რ ო ნ ე. მტერი დაგიმარცხოს!ც ე ლ ქ ა. მივდივარ. მშვიდობით! (გარბის კუდაბზეკილი. ისმის ტყეში ღოროტოტოსხმა, ძაღლების ყეფა: ღაფ, ღაფ, ღაფ! გამორბის კურდღელი. ხამუშ-ხამუშ შესდგება,ყურს უგდებს, თრთის, კანკალებს. მორბიან შვლები, ირმები თვალდაფეთებულნი.ისმის თოფის ჭახა-ჭუხი. ჩიტები ხეებზე ბუზღუნებენ, იწყევლებიან, იქოლებიან,თაგვები სოროში გარბიან).მოქმედება მეორეგამოსვლა პირველი(ღამეა. სიმშილაანთ ბინა. კერაზე ცეცხლი ანთია. ცხრა-ათი სული ფუსფუსებს.სიმშილა, ოჯახის უფროსი თაგვი, ცეცხლაპირას შემოწოლილა).ს ი მ შ ი ლ ა. (წამოიწევს) აბა, ერთი, დედაკაცო, „სონასეული“ მოიტა,ვახშამი გავაჩაღოთ. (სონასეულს ნაქურდალს თხილს ეძახდა). ხელადაშიღვინო იქნება, ისიც მოიტა, სონა-ქალი უნდა ვადღეგრძელოთ, – მე და ჩემმაღმერთმა, ძალიან თხილი შეუნახია და ის დალოცვილიშვილი რომ არცაკითხულობს?! იქნება იმას თავისი ორმო ისევ სავსე ჰგონია?.. ხა, ხა, ხა!იმედიც კაი საქონელია! როცა ჰნახავს, საქმე მაშინ არი, მაგრამ მინამდე ჩვენკიდეც გავათავებთ. ბლომად არის კიდევ?კ ე კ ე ლ ა. (ცოლი.) ჯერ კიდევ ბლომად არის. ამ დალოცვილმა ძალიანბარაქა გამოიღო…ს ი მ შ ი ლ ა. სადა გაქვს შენახული?კ ე კ ე ლ ა. ბრძამის კალათში. თხილი იყოს, თორემ ბუნაგზე არდავღონდები.ს ი მ შ ი ლ ა. მოიტა და ყველას ჩამოურიგე თითო თხილი. მე, ხომ იცი,ერთი არა მყოფნის, მაშასადამე, ორი უნდა მომიტანო. თქვენ კი, ბიჭებო,საკრავები მომართეთ.კ ე კ ე ლ ა. ამ საათში. (მიდის და მოაქვს თხილი და ურიგებს ყველას).დაიჭით, ჩამომართვით, შაირგეთ და გაიხარეთ!.. (შვილები ჭიანურსა დაფანდურს აწყობენ) ესეც ღვინო, ესეც ყანწი. (მოიტანს და დაუდგამს ქმარსგვერდით ხელადას, რომელსაც ყანწი აქვს პირში დაცული).ს ი მ შ ი ლ ა. აგაშენოს ღმერთმა, ჩემო დედაკაცო, ყოჩაღ! აი, ეხლამომწონხარ, აი ეხლა კი ხარ კაი დედაკაცი. (ასხამს ღვინოს ყანწში დაილოცება( დიდება ღმერთსა, დიდებული ღმერთი შეგეწიოთ, ჩემო ცოლოდა შვილებო, აგავსოთ პურითა, ღვინითა და თავში ტვინითა. ესუკანასკნელი კი ყველასა სჯობია, მე და ჩემმა ღმერთმა… ურააა! აბა,ბიჭებო, ჭიანური! ჩქარა მორჩით, რა დაგემართათ, გული ნუ გამისიეთ…შ ვ ი ლ ე ბ ი. ეხლავ, ემ საათში! აჰა, დაჰკა, ბიჭო, დაჰკა! (გაისმის ჭიანურისდა ფანდურის ხმა. ერთი დოლს უკრავს).ს ი მ შ ი ლ ა. (ცოლს) ბარემ, ფეხზე ხარ, მოდი ერთი შენებურად დაუარე,პატარა გული გამიხალისე!კ ე კ ე ლ ა. მაგაზე ადვილი რაღაა, შე კაი კაცო?!. (თამაშობს. ისმის ხმაგარედან: ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! საკრავების ხმა შესწყდება.პასუხს აღარ უცდიან და სიმშილაანთ კერაზე გამოიჭიმება მამასახლისითავის იასაულებით, ჩაფრებით, ცელქა, სონა, თებრონე და სხვანი).მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. აგაშენოსთ ღმერთმა! კაი დროს მოვედით! სიდედრსავყვარებივართ. ჩვენ კი არ დაგვპატიჟებთ?!. (ყველანი ფეხზე ადგებიან).ს ი მ შ ი ლ ა. მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, სტუმარი ღვთისაა.ს ო ნ ა. აბა, რა? რატომ არ დაგპატიჟებთ! ვერ დაგიხვდებათ თუ?ნაქურდალი, მე შენ მოგახსენო, ცოტა აქვს! ფასი არ გასვლია და პატივი. აი,შე წაწყმედილო, შე უღმერთოვ, შენა! რაზე დამღუპე და დამანიავე, შედასაღუპავო, შე ღვთისაგან წყეულო! (დაეწვდება დაბლა, იღებს თხილსა) ესსაიდან მოიტანე? საიდან? ჩქარა მიპასუხე!ს ი მ შ ი ლ ა. ღმერთმა ნუ გიცის. როგორ საიდან? თუ შენა გაქვს თხილი,ჩვენ რაღა დაგვემართა, რო არა გვქონდეს?..მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ეხლა ჩხუბისა და ლაპარაკის დრო არ არის. მე ჩემისამსახური უნდა შევასრულო. ეს ადამიანი გიჩივისთ თქვენ ქურდობაზე,ამისთვის თქვენ, სიმშილაანო, ერთი ორმო თხილი მოგიპარიათ, რომელიცდიდ ნაკაფ მუხის ფესვებს ქვეშ ჰქონია შენახული და ამიტომ საჭიროდვცნობ სახლი გაგიჩხრიკოთ.ს ი მ შ ი ლ ა. (მამასახლისს) თქვენი ნებაა, გაჩხრიკეთ, მაგრამ ეს კი უნდაგითხრათ, რომ თხილი თხილსა ჰგავს, სერი და დამღა არა აქვს, რომ იმითიიცნოს დამკარგავმა თავისი საქონელი… მაშასადამე…ს ო ნ ა. უყურეთ, უყურეთ, ამ წაწყმედილს, ამასა! მაგ ხრიკებით გინდაგახვიდე ფონსა? ვერ მოგართვით, განა არავინ იცის, რომ ეს ერთი თვეც არი,რაც თქვენ ჯერი გაგითავდათ და მთელი სოფელი შესძარით თხოვნითა დახვეწნითა. თუ გქონდათ საზრდო, ქვეყანას რაღაზე აწუხებდით, თქვეამოსადაგავებო?მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაჩუმდით, ლაპარაკის დრო არ არის. (ნაცვალს) შენსანთელი მოანთე. (მიდის და ათვალიერებს სახლის კუთხეებს. კედლისბოძის გვერდით პოულობს ბრძამის კალათს) ეს რა არის? აქ რაღაცჩხაკუნობს. საიდან მოვიდა აქა? ხმა ღვთისა – ხმა ერისაო, – ტყუილად კი არიძახოდა ხალხი, მთელი დუნია. (უშენს სიმშილას მათრახებს) შე ავაზაკო,შე ყაჩაღო! (სიმშილა ხან ერთ კუთხეში გარბის, ხან მეორეში).ს ი მ შ ი ლ ა. სიტყვა მათქმევინეთ, სიტყვა! ეს ხომ უსამართლობაა… საქმისგამოუძიებლად…ს ი მ შ ი ლ ა ს ც ო ლ ი. კაცს ნუ მიკლავთ, თქვე დასალევნო! (მამასახლისს)რა დაგიშავა, შე დასამიწებელო, რო უწყალოდ მათრახებს უშენ?მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შენცა გნებავს მათრახები? (გადაჰკრავს იმასაც) შენ ამათუყურებ? რომ არცა ტყდებიან! მოიტათ, ბიჭო, თოკები, შებოჭეთ ესავაზაკები დიდ-პატარიანათ. ხვალ ყრილობას წარვუდგინოთ და ვნახოთმაშინ ამათი ყოფა!.. აბა, ჩქარათ… (გზირ-ჩაფრებს მოაქვთ თოკები დაჰკონავენ სათითაოდ, ისმის წრიპინი და წრუწუნი თაგვებისა).ს ო ნ ა. (ჩუმად მამასახლისს) ოი, შენს მარჯვენას კი ვენაცვალე! ემაგრე,ემაგრე! რაც შეიძლება, დატანჯე ეგ გასაწყვეტები, დაწვი და დადაგე. ეგთხილიც შენი ფეშქაში იყოს და სხვასაც მოგართმევ, ოღონდ მაგათ ჯავრსნუ მაჭმევ.მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. (სონას) შენ არხეინად ბრძანდებოდე, ეხლა მე ვიცი,უნდა სამაგალითოდ დავსაჯო, ისე, რომე ორმობით რა სათქმელია, ცალითხილიც კი არავის დაეკარგოს ამის შემდეგ… (მხლებლებს) აბა, გასწით,წაიყვანეთ ეგ ტუსაღები, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. (გზირ-ჩაფრებიმიათრევენ ტუსაღებს, ისმის ხმელი ფოთლის შრიალი, გაღმიდან ბუსკივილი).ს ო ნ ა. (მამასახლისს მისდევს თან და მისძახის) გაუფრთხილდით,მამასახლისო, გზაში არ დაგექცნენ, თოკები არ დაჭრან, ფრთხილად იყავით.ხვალ მეც ყრილობაში გიახლებით… ვაჰმე, როგორ დამღუპეს დადამანელეს მაგ დასაღუპავებმა და დასანელებლებმა!.. (ტუსაღები არმისდევენ, რის გამოც კბილით და კლანჭებით მიეზიდებიან, ისმისხმაურობა, ლანძღვა-გინება, მათრახების და ჯოხების ლაწალუწი. ამ დროსორი მხრიდან წინადან ესმით მელების ხავილი „კაუ, კაუ!“)მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შესდექით, აქ საფრთხე მოგველის.მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. მელები, მამასახლისო, მელები! ჩვენთვის გზა შეუკრავთ!მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაგვაფუჭებენ, თუ თავს არ ვუშველეთ. (მელების ხმათანდათან ახლოვდება) ბიჭებო, თმოქმედება მეორეგამოსვლა პირველი(ღამეა. სიმშილაანთ ბინა. კერაზე ცეცხლი ანთია. ცხრა-ათი სული ფუსფუსებს.სიმშილა, ოჯახის უფროსი თაგვი, ცეცხლაპირას შემოწოლილა).ს ი მ შ ი ლ ა. (წამოიწევს) აბა, ერთი, დედაკაცო, „სონასეული“ მოიტა, ვახშამიგავაჩაღოთ. (სონასეულს ნაქურდალს თხილს ეძახდა). ხელადაში ღვინო იქნება, ისიცმოიტა, სონა-ქალი უნდა ვადღეგრძელოთ, – მე და ჩემმა ღმერთმა, ძალიან თხილიშეუნახია და ის დალოცვილიშვილი რომ არცა კითხულობს?! იქნება იმას თავისიორმო ისევ სავსე ჰგონია?.. ხა, ხა, ხა! იმედიც კაი საქონელია! როცა ჰნახავს, საქმემაშინ არი, მაგრამ მინამდე ჩვენ კიდეც გავათავებთ. ბლომად არის კიდევ?კ ე კ ე ლ ა. (ცოლი.) ჯერ კიდევ ბლომად არის. ამ დალოცვილმა ძალიან ბარაქაგამოიღო…ს ი მ შ ი ლ ა. სადა გაქვს შენახული?კ ე კ ე ლ ა. ბრძამის კალათში. თხილი იყოს, თორემ ბუნაგზე არ დავღონდები.ს ი მ შ ი ლ ა. მოიტა და ყველას ჩამოურიგე თითო თხილი. მე, ხომ იცი, ერთი არამყოფნის, მაშასადამე, ორი უნდა მომიტანო. თქვენ კი, ბიჭებო, საკრავები მომართეთ.კ ე კ ე ლ ა. ამ საათში. (მიდის და მოაქვს თხილი და ურიგებს ყველას). დაიჭით,ჩამომართვით, შაირგეთ და გაიხარეთ!.. (შვილები ჭიანურსა და ფანდურს აწყობენ)ესეც ღვინო, ესეც ყანწი. (მოიტანს და დაუდგამს ქმარს გვერდით ხელადას, რომელსაცყანწი აქვს პირში დაცული).ს ი მ შ ი ლ ა. აგაშენოს ღმერთმა, ჩემო დედაკაცო, ყოჩაღ! აი, ეხლა მომწონხარ, აიეხლა კი ხარ კაი დედაკაცი. (ასხამს ღვინოს ყანწში და ილოცება( დიდება ღმერთსა,დიდებული ღმერთი შეგეწიოთ, ჩემო ცოლო და შვილებო, აგავსოთ პურითა,ღვინითა და თავში ტვინითა. ეს უკანასკნელი კი ყველასა სჯობია, მე და ჩემმაღმერთმა… ურააა! აბა, ბიჭებო, ჭიანური! ჩქარა მორჩით, რა დაგემართათ, გული ნუგამისიეთ…შ ვ ი ლ ე ბ ი. ეხლავ, ემ საათში! აჰა, დაჰკა, ბიჭო, დაჰკა! (გაისმის ჭიანურის დაფანდურის ხმა. ერთი დოლს უკრავს).ს ი მ შ ი ლ ა. (ცოლს) ბარემ, ფეხზე ხარ, მოდი ერთი შენებურად დაუარე, პატარაგული გამიხალისე!კ ე კ ე ლ ა. მაგაზე ადვილი რაღაა, შე კაი კაცო?!. (თამაშობს. ისმის ხმა გარედან:ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! საკრავების ხმა შესწყდება. პასუხს აღარ უცდიანდა სიმშილაანთ კერაზე გამოიჭიმება მამასახლისი თავის იასაულებით, ჩაფრებით,ცელქა, სონა, თებრონე და სხვანი).მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. აგაშენოსთ ღმერთმა! კაი დროს მოვედით! სიდედრსავყვარებივართ. ჩვენ კი არ დაგვპატიჟებთ?!. (ყველანი ფეხზე ადგებიან).ს ი მ შ ი ლ ა. მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, სტუმარი ღვთისაა.ს ო ნ ა. აბა, რა? რატომ არ დაგპატიჟებთ! ვერ დაგიხვდებათ თუ? ნაქურდალი, მე შენმოგახსენო, ცოტა აქვს! ფასი არ გასვლია და პატივი. აი, შე წაწყმედილო, შეუღმერთოვ, შენა! რაზე დამღუპე და დამანიავე, შე დასაღუპავო, შე ღვთისაგანწყეულო! (დაეწვდება დაბლა, იღებს თხილსა) ეს საიდან მოიტანე? საიდან? ჩქარამიპასუხე!ს ი მ შ ი ლ ა. ღმერთმა ნუ გიცის. როგორ საიდან? თუ შენა გაქვს თხილი, ჩვენ რაღადაგვემართა, რო არა გვქონდეს?..მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ეხლა ჩხუბისა და ლაპარაკის დრო არ არის. მე ჩემი სამსახურიუნდა შევასრულო. ეს ადამიანი გიჩივისთ თქვენ ქურდობაზე, ამისთვის თქვენ,სიმშილაანო, ერთი ორმო თხილი მოგიპარიათ, რომელიც დიდ ნაკაფ მუხის ფესვებსქვეშ ჰქონია შენახული და ამიტომ საჭიროდ ვცნობ სახლი გაგიჩხრიკოთ.ს ი მ შ ი ლ ა. (მამასახლისს) თქვენი ნებაა, გაჩხრიკეთ, მაგრამ ეს კი უნდა გითხრათ,რომ თხილი თხილსა ჰგავს, სერი და დამღა არა აქვს, რომ იმითი იცნოს დამკარგავმათავისი საქონელი… მაშასადამე…ს ო ნ ა. უყურეთ, უყურეთ, ამ წაწყმედილს, ამასა! მაგ ხრიკებით გინდა გახვიდეფონსა? ვერ მოგართვით, განა არავინ იცის, რომ ეს ერთი თვეც არი, რაც თქვენ ჯერიგაგითავდათ და მთელი სოფელი შესძარით თხოვნითა და ხვეწნითა. თუ გქონდათსაზრდო, ქვეყანას რაღაზე აწუხებდით, თქვე ამოსადაგავებო?მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაჩუმდით, ლაპარაკის დრო არ არის. (ნაცვალს) შენ სანთელიმოანთე. (მიდის და ათვალიერებს სახლის კუთხეებს. კედლის ბოძის გვერდითპოულობს ბრძამის კალათს) ეს რა არის? აქ რაღაც ჩხაკუნობს. საიდან მოვიდა აქა? ხმაღვთისა – ხმა ერისაო, – ტყუილად კი არ იძახოდა ხალხი, მთელი დუნია. (უშენსსიმშილას მათრახებს) შე ავაზაკო, შე ყაჩაღო! (სიმშილა ხან ერთ კუთხეში გარბის, ხანმეორეში).ს ი მ შ ი ლ ა. სიტყვა მათქმევინეთ, სიტყვა! ეს ხომ უსამართლობაა… საქმისგამოუძიებლად…ს ი მ შ ი ლ ა ს ც ო ლ ი. კაცს ნუ მიკლავთ, თქვე დასალევნო! (მამასახლისს) რადაგიშავა, შე დასამიწებელო, რო უწყალოდ მათრახებს უშენ?მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შენცა გნებავს მათრახები? (გადაჰკრავს იმასაც) შენ ამათ უყურებ?რომ არცა ტყდებიან! მოიტათ, ბიჭო, თოკები, შებოჭეთ ეს ავაზაკები დიდ-პატარიანათ. ხვალ ყრილობას წარვუდგინოთ და ვნახოთ მაშინ ამათი ყოფა!.. აბა,ჩქარათ… (გზირ-ჩაფრებს მოაქვთ თოკები და ჰკონავენ სათითაოდ, ისმის წრიპინი დაწრუწუნი თაგვებისა).ს ო ნ ა. (ჩუმად მამასახლისს) ოი, შენს მარჯვენას კი ვენაცვალე! ემაგრე, ემაგრე! რაცშეიძლება, დატანჯე ეგ გასაწყვეტები, დაწვი და დადაგე. ეგ თხილიც შენი ფეშქაშიიყოს და სხვასაც მოგართმევ, ოღონდ მაგათ ჯავრს ნუ მაჭმევ.მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. (სონას) შენ არხეინად ბრძანდებოდე, ეხლა მე ვიცი, უნდასამაგალითოდ დავსაჯო, ისე, რომე ორმობით რა სათქმელია, ცალი თხილიც კიარავის დაეკარგოს ამის შემდეგ… (მხლებლებს) აბა, გასწით, წაიყვანეთ ეგ ტუსაღები,მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. (გზირ-ჩაფრები მიათრევენ ტუსაღებს, ისმის ხმელიფოთლის შრიალი, გაღმიდან ბუს კივილი).ს ო ნ ა. (მამასახლისს მისდევს თან და მისძახის) გაუფრთხილდით, მამასახლისო,გზაში არ დაგექცნენ, თოკები არ დაჭრან, ფრთხილად იყავით. ხვალ მეც ყრილობაშიგიახლებით… ვაჰმე, როგორ დამღუპეს და დამანელეს მაგ დასაღუპავებმა დადასანელებლებმა!.. (ტუსაღები არ მისდევენ, რის გამოც კბილით და კლანჭებითმიეზიდებიან, ისმის ხმაურობა, ლანძღვა-გინება, მათრახების და ჯოხებისლაწალუწი. ამ დროს ორი მხრიდან წინადან ესმით მელების ხავილი „კაუ, კაუ!“)მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შესდექით, აქ საფრთხე მოგველის.მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. მელები, მამასახლისო, მელები! ჩვენთვის გზა შეუკრავთ!მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაგვაფუჭებენ, თუ თავს არ ვუშველეთ. (მელების ხმა თანდათანახლოვდება) ბიჭებო, თავს უშველეთ, ესენი, ეს ავაზაკები, ხვალაც ჩვენს ხელთ არიან.მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. არიქათ საფარი, თორემ დავიღუპენით!მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ფრთხილად, თავ-პირი არ დაიმტვრიოთ! (თაგვები გარბი-გამორბიან, გაიფანტებიან, ხოლო ტუსაღები რჩებიან შეკონილნი ერთ ალაგას).ავს უშველეთ, ესენი, ეს ავაზაკები, ხვალაც ჩვენს ხელთ არიან.მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. არიქათ საფარი, თორემ დავიღუპენით!მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ფრთხილად, თავ-პირი არ დაიმტვრიოთ! (თაგვები გარბი-გამორბიან, გაიფანტებიან, ხოლო ტუსაღები რჩებიან შეკონილნი ერთ ალაგას).