↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯეჯილი ბანზე

თოთაძე ლალი

2026-07-181 წთ საკითხავი712 ნახვა

—
შრიალებ, როგორც ჯეჯილი ბანზედა როცა ზეცას მოუვა თვლემა,მიხსენებს წვიმა მწირსა და ნამზერს,ძველი მტერივით მარბევს და მთელავს.ბავშვის გულიდან თუ კულულიდანამოსული ვარ და მტერს ჰგონია,ვითომ ყანა ვარ მარტო ჩუმი დასხვა საფიქრალი არა მქონია.მაგრამ ჩემს პატრონს ვახსოვარ რაკიდა ცოცხალი ვარ, იმედი მეც მსურს,ჩემს ფესვზე მშვიდად კიდია ჭრაქი,შემოსხდომია ჯალაბი ფეშხუმს.ჩემს ქვეშ სოფელი ცხოვრობს ნამდვილიდა ემზადება, რომ მტერს ანანოს,ვარ იდუმალი ვინმე მარტვილი,მტრისთვის კი მხოლოდ მწირი ყანა ვარ.მე ვარ იმედი და ზეცა დამმზერს,სანამ ვშრიალებ და სული მიდგას,ვარ ამოსული ჯეჯილი ბანზებავშვის ცრემლიდან და კულულიდან.

თოთაძე ლალი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი