პოეზია · ლირიკა
თიბათვე
მოპირულია მაღალი ცელი,სათიბში კვდებიან ზიზილები,თივის ზვინიდან სევდა და ცრემლიდა სიყვარული იმზირება.ღმერთო, ეს თიბათვე როგორ მიყვარს,ერთად დაახვავებს დარს და ავდრებს.ნეტავი ბალახი ვყოფილიყავ,თივის სიყვარულში დამმარხავდნენ.ნეტავი, რა მინდოდა იმ სოფელში,ნეტავი, რა მინდოდა იმ ქალაქში,ამ მწვანეფეხება დედილოსთანნეტავ სამუდამოდ რად არ დავრჩი.არა, არ ჩასულა მზე იმ მთებში,არა, არ ჩასულა მზე იმ ზღვებში,ბალახში ჩავიდა, ცელის ეშმამუცბად დაიჭირა ბასრი ეშვით.ესაა თიბათვის სასწაული _სიყვარულს წაიღებს ბალდახინით,ასე თივასავით ხმელი გულიტირის მოთიბული ბალახივით.რისთვის ეს სული და რისთვის თიხა,თუ ვერ მოუვლიდი, რატომ მანდეთ,ნეტავი ბალახი ვყოფილიყავთივის სიყვარულში დამმარხავდნენ.