პოეზია · ლირიკა
როგორც ეგვიპტე
ის სიყვარული, დაფარული ცრემლით და მტვრითა,მეუბნებოდა, რას დამეძებ, კიდევ რა გინდადა იყო ღამე იდუმალი, როგორც ეგვიპტე,გამოხმობილი უძველესი სარკოფაგიდან.მე დავინახე ჩემი თეთრი, გამხმარი ძვლები,მხარზე გაედო ვიღაც მონას მშიერს და მზებნელს,და ქურუმებმა უცნაური აზრით და გზნებითჩემს ბაგეებზე მომავალი ჩხრიკეს და ძებნეს.თეთრ ჟასმინებთან შენს სიყვარულს ალბათ ეძებდნენის ქალწულები უცნაური ფერის თვალებით,მახსოვს სიტყვები მოცახცახე, როგორც თევზები,ნილოსის პირას დაყრილები და შემკრთალები.მე გავეყრები სახლს და ოჯახს, დავტოვებ ყველას,რომ მოცახცახე ღამეებში დავკარგო კვალი.ხსნა _ ხატავს ცაზე მოელვარე უფლის მარჯვენა,ხსნა _ ვწერ მიწაზე საიდუმლო ორგიის კვამლით.თავისუფლების მოკაშკაშე წუთთა მაგიერმე რას მომცემდა მეუღლეთა მკაცრი ორდენი,ხან მუმია ვარ, ხან მხევალი, ხანაც მაგია,ვკვდები, ვცოცხლდები, მიყვარდება და ვმეორდები.არ ვარ ცოდვილი, ვინც მაწამა, მტანჯა და მიმტრო,ამ სიყვარულში ჩაიფერფლა, ჩადნა, გაფითრდადა დამაქვს სული იდუმალი, როგორც ეგვიპტე,გამოხმობილი უძველესი სარკოფაგიდან.