↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარკესთან

თოთაძე ლალი

2026-07-181 წთ საკითხავი716 ნახვა

—
მე და შენა ვართ ისევ,წვიმა კი ჩქარობს, ჩქარობს და ჩქარობს,მე თუ მოვკვდები, გაქრები მყისვე,მრუდე მინაში ჩამდგარო ქარო.გისოსებივით ჩანან წვიმები,გისოსებივით ჩანან ჭადრები,და, რადგან მაინც გაიწირები,სანამ ადრეა, ნუ გაავდრდები.აღებეჭდება უხილავ ფოტოსეს აღზევება, ეს გაელვება,ცა შეინახავს და მერე მოთოვსმომავლის სისხლად და პაემნებად.მე თუ მიყვარდა შენს სისხლში ცქერა,მხოლოდ იმიტომ, რომ მზეს ვნახავდი,მშვიდობით! _ არ ვთქვი სიტყვა ერთხელაც,ვიმეორებდი მხოლოდ _ ნახვამდის!მე ვკანკალებდი, თუ შენ დაღლილიიყინებოდი მრუდე მინაში,მე და შენს შორის იყო ნამდვილიდა დამნაშავე ყველას წინაშე.მე თუ მოვკვდები, ვიღამ ჩაგხედოსთვალებში, სულში და ყინულეთში,ვინ დაიხსომოს, თუ როგორ ენთოეს აღზევება და ეს ნუგეში.

თოთაძე ლალი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი