პოეზია · ლირიკა
წავა ლექსი და წაიღებს
გიორგი ლეონიძე 1899–1966
გადაივლიან ღრუბლები,დაჰყრიან ოქროს ქვიშასა;წავა ლექსი და წაიღებს,ახალგაზრდობის ნიშანსა!გაჰყვება ცრემლის საგზალი,თმებიდან ერთი ჭაღარა;წავა, ის ტალღაც გაშრება,გუშინ რომ განიაღვარა!წავა და არ დაბრუნდებადაფეთებული ჯერანი;იმ ღამის თრთოლა თან წაჰყვა,იმ დილის გულის ძგერანი!ან რისთვის უნდა დაბრუნდეს,მე ვეღარ მნახავს მზიანსა;ახალგაზრდობა თუ უნდა,უჯობს გადაჰყვეს ნიავსა!ვაი, რომ ერთხელ დაგრეკავსდა მერე შეგრთავს ქვიშასა!წავა ლექსი და წაიღებსახალგაზრდობის ნიშანსა...