პოეზია · ლირიკა
წარსული
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ძველ კედლების ხმა მეყურებოდადა წინაპართა ხმა გადასული...წარღვნების შხაპი მეყურებოდა,ბუკი, ზრიალი, ზარი წარსულის...მინდვრების ხანძრით გადაბუგულისმე მდუმარება მეყურებოდა...მე საძირკველზე გატარებულიგუთნის გუგუნი მეყურებოდა...მისი ტირილიც, ვინც მიანებათავი სამშობლოს, ― მეყურებოდა;ძვლების და კენჩხოს გახმიანება,სეტყვა და ღვარი მეყურებოდა...როგორ მტანჯავდა, როგორ მესმოდა,რა ყურმახვილად მეყურებოდა...ჩემი სამშობლო როგორ კვნესოდა, ―ლომის ძახილი მეყურებოდა...