პოეზია · ლირიკა
სოფია სამხარაძეს
ვწევარ გულაღმა. ფიქრით - შენსკენ, მზერით არსაით.გარეთ თოვს, მაგრამ პეიზაჟზე ვერასდროს ვწერდი.მე მხოლოდ ზღვის ხმა მენატრება შენი ხმასავით,ძილი შენს მეკერდზე, ან უბრალოდ, ჯდომა შენს გვერდით.ს.სამხარაძე
სოფია სამხარაძეს
ნაწილი - Iმე მომინდები ისე როგორც სიცოცხლე მშია,როგორც მწყურია ღვინით სავსე ერთი ჯამი დაროგორც ამ გრძნობის მეშინია, არადა სიაუკვე მზად არის, არის თუმცა ერთი წამითაცთვალი შენს ღიმილს რომ შევავლო, ან ხელი წელზე,რომ შემოგხვიო, რომ მოგგქაჩო, უცებ მუხლებშირომ ჩაგისვა და შენი წონა დაკვიჟღულ რელსებს,რომ დააწვეს და რომ გამოვჩნდე ცოტა უხეში.მთელი სამყარო მომბეზრდება, ქუჩა და თავსხმაკვლავ მომინდება შენთან ერთად, ვიცი არცერთიარც ჯოჯოხეთი, არც სამოთხე, უბრალოდ დახრაშენი თვალების და ლექსები, რომ ვერ დავწერდი...*წვიმდეს და წვიმა ჩვენს სიყვარულს ისევ რეცხავდეს,და ქვიშასავით ვირეოდეთ ქვიშაში. რჩებაზღვის ნაპირებზე მედუზები, გამომიცხადერომ არ გიყვარვარ, რომ გიყვარვარ, რომ გინდა რჩევაროგორ მოიქცე, რომ არ დარჩეს შენში ნამცეციეჭვი, რომელიც არ გასვენებს, რომელიც გბოჭავს.იქნებ გინდივარ, გეზიზღები, იქნებ არც იცი.იქნებ არც მიცნობ და უბრალოდ არ გინდა მოჭრახე სიყვარულის, ზღვის ნაპირზე დავრგეთ, რომელიცარც ტროპიკული ხილია და არც უტროპიკო,ვზივარ თუ ვწევარ, თუ ვეწევი, თუ რა მომელისვფიქრობ და ამ დროს ფლიაჟზე და შენს მხრებზე ვფიქრობ.*ჩვილია ჩვენი სიყვარული, ღამე ვუთიოთ,სწრაფად იზრდება, ბავშვობისგან სანამ იხსნიანმანამდე მაინც გავუფრთხილდეთ და აუდიოჩანაწერივით არ მივაგდოთ. არ ამიხსნია...ჯერ ხომ ჩვილია, პატარაა. ძალზე სათუთიმოსავლელია. გაზაფხულის, მარტის თვის არის.ძალიან სწრაფად გაიზრდება, მალე დატოტვილსვიხილავთ. უკვე ავისრულე ჩემი მიზანი,უკან მიწაზე ზღვა დავტოვო, ახლა წინ ცაშივიყურები და თვალში ლურჯი ფერი მერევა,ჩემი სამყარო მივატოვე, მერე შენსაშიგანვხორციელდი, რომ შემეგრძნო ბედნიერება.*შენი ხელები დაღლილები, მასზე ასაკიბევრად მეტია, ასე ამბობს დრო და საბუთიდაბადების და ნათლობის და ყველა წასაკითხსიყვარულამდე, სიყვარული გვაქვს შესაფუთი.გვაქვს დასამალი ხალხისაგან. ასე ამაზრზენთვალებისაგან, რომ არ გვეცეს, რომ არ ამაღოხელი არასდროს. სიუხეშე და სილამაზემისი მფარავდეს, მივლიდეს და სხვა საამაყოარ მჭირდებოდეს. დაიკარგოს ყველა მზის სხივიდა გასათბობად ისევ შენი ხელი ჩამჭიდო.ვუფრთხილდებოდე. ბავშვობაში დაღვრილ სისხლივითვუფრთხოდე. მეტი მომავალი აღარც განვჭვრიტო.*იცი ტყუილად ნერვიულობ, ლექსებს აღარ ვწერსისულელეა. ახდენილი ჩემი წადილიცსისულელეა, გადავდივარ მუდამ ახალზედა რომ ოდესმე გავიღვიძებთ სხვადასხვა დილითსისულელეა. ამ წვიმაში არსად დამტოვებ,ან სად გამიშვებ. მთავარია ბავშვის ნათლობაცკი გადავწყვიტეთ და სახელი მისი ბართლომერაღაცნაირად უკვე მომწონს. დიდი მადლობასიყვარულისთვის. არ იშლება მარტივ სიტყვებადბედნიერება, ამიტომაც გამოიგონეს.შენ შეგიძლია გამებუტო, რადგან გიხდება,მე ავდგები და როგორც წესი რამეს ვიღონებ.
ნაწილი - IIპოეზიაა ჩემთვის ყველა შენი ამბავი.უმნიშვნრლოა, არ მთავრდება თუ არის მოკლე,ყველა ჭრილობა შეხსნილი და დაულამბავი.სისხლიათ სავსე თუ ცარიელი, მინდა რომ მოვყვე.მინდა, რომ ვწერო რომ კვდებოდი როგორ გადარჩი,როგორ კვდებოდი და რომ ბოლოს აჯობე სიკვდილს.როგორ გასხვისდი, გაუცხოვდი და შენს კალთაშიროგორ გადარჩა სიყვარული, მე ახლა მივხვდიდა ვუფრთხილდები, ვეფერები, ვეთაყვანები.გარეთ ქარია, შემოდგომას უხდება, არბევს.მე შემიყვარდი, ამიტომაც თავს ვერ განებებვწერ და ვერასდროს ვუბრუნდები შენს ფაქიზ ამბებს.*მახსოვს, რომ წერდი სიყვარულზე. მახსოვს რომ მწერდი,რომ არ გინდოდი და რომ კერპად ფუჭად აგაგე,მახსოვს რომ შენში უდროო დროს იპოვე ღმერთიდა საკუთარი თავის რწმენა ასე დაკარგე...და არაფერი დაგიკარგავს. უბრალოდ მოხდა,რომ არაფერი არ ყოფილა მაინც აქამდე.ვიცი გინდოდა ზღვის ნაპირთან პატარა, კოხტახის ქოხი, ქოხთან ჰამაკი და ახლაც გაქანდეგინდა, რომ ერთხელ გაგახსენდეს რაც უკვე აღარგეოცნებება, თუმცა გიყვარს. დიდი სურვილიგამოძრავებს, რომ ერთხელ ნახო და როცა ნახავმაშინ გინდა, რომ მკერდში გასკდეს რაღაც ჭურვივით.*მითხარი რამე სიყვარულზე, ანდა უბრალოდმითხარი რამე და დანარჩენს თვითონ მოვყვები.მითხარი ჩვენზე ამ სამყაროს რა დავუბარო.მითხარი ახლა როგორ გიყვარს ჩემი ლოყები...ჩემი თითები როგორ გიყვარს, ჩემი მექოთნისწყლისგან დამბალი, დახეთქილი, თეთრი თითები.ისიც მითხარი შენი ხმით და ჩემი ექოთისად გავფრინდებით, სად ვიქნებით, სად მოვირთვებით,სად დავიწყებით თავიდან და სად დაისვენებსჩვენი ხომალდი... ან უბრალოდ რამე მითხარი,რომ ამოვიშრო თვალები და ყველა სისველეუკვალოდ გაქრეს. შევსებული დარჩეს კითხვარი...*იქნებ დრო არის აპატიო ამ თავს, ამ დებილს,არაფრის მთქმელს და გამეტებულს, ნიღბიანს, უთმოს...ჩემში მზესავით განათდი და ვერ დაღამდები.გარეთ ღამეა, თუმცა უკვე არაფერს ვუთმობღამეს, მივეცი ჩემი დარდი, სევდა, წუხილი.ახლა კი დროა მოხვიდე და ინათო, გავთბე...ბევრჯერ შემაშრო სახეზე და მაინც ვუღიმიბედს და ერთხელაც გამიღიმებს. რამდენჯერ დათმევინ იცის. ახლა მოწყენილი უბრალოდ ზიხარ,სვამ და ნებდები, ხან კითხულობ. თუმცა ლექსებიარაფერს გშველის და ჩვენს შორის არსებულ ტიხარსფხაჭნი და ბზარავ... მე კი ამ დროს როგორ გექცევი...*მუდამ სხივებად იპნეოდა შენ კი ყოველთვისხელებს თვალებზე იფარებდი და სულს მალავდი,შორი გზა მქონდა, მოვდიოდი. აი მოვედიბედნიერი ვარ. (დაიჯერებ?) აწ და მარადისბედნიერი ვარ და შენს გვერდით როგორც მამალიისე ვდგავარ და ყელს ვიღერებ. გეკეკლუცები.და გეფიცები ჩემი ღმერთით, ჩემი ამალითრომ მეყვარები. რომ მიყვარხარ. მკერდში ლურსმნებიმერჭობა, მრჩება, იჟანგება. მაინც ანათებს.და გულს მიმძიმებს შენი დარდი, შენი ოხვრები.გპირდები ყველა დაბადებას რომ თავს გავართმევთუ შენ მენდობი. ერთხელ ცოლად თუ გამომყვები...