პოეზია · ლირიკა
წიგნიდან ,,ქალდეას ქალაქები"
L ART POETIQUE
გაფიზის ვარდი მე პრუდომისჩავდე ვაზაში.ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერისბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება, შემაჩერებსშორეულ გზაში,ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებსდა დაიჩრდილებს.
გრძნობის სიჭარბე მომეტებითგრძნობას ამკრთალებს,უვნებო ვნებით მინდა ვწვავდევნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილიდანდაიმსხვრეოდა,თუ გიტარაზე მისი ლექსიმომესმებოდა.
ვიცი, რომ მოვა საყვარელი,ვისაც მოველი,ვიცი, რომ მოვა სილამაზედაუთოველი.
მეც წავუკითხავ და ვუმღერებჩემს ქალდეაზე,ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებსჩვენ სილამაზე.
ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,ვსტირი ანტრაქტებს.დავიწყებული ძველი სტყვებისვგრძნობ ანდამატებს.
და თუ არ ამყვახმა სიმღერად,გაშლილი, ლაღი,უხმო ბულბულსაც დამაფასებსქართული ბაღი...
1916 წ. შემოდგომა, მოსკოვი