პოეზია · ლირიკა
იქ სადაც არ ვართ
იქ სადაც არ ვართარც ჩვენი გზაა, არც ჩვენი სახლი,არც ბავშვები იხსნებენ იქ ჩვენს სახელებს,არც დიაცი გვეფერებამისით მოხიბლულს და მისთვის დაღლილს.იქ სადაც არ ვართ,კუდის ქიცინით და ლაქუცით არ გვეგებება,სულ ყეფა-ღრენით გვიხსენებს ძაღლი.იქ სადაც არ ვართ,ენა ჩვენზე არც რასა როშავს,და ბატონო უჩვენობა ტახტზე განრთხმულიგანაგებს დრო ჟამს.