პოეზია · ლირიკა
მე ავიბლანდე
მე ავიბლანდე შენს დასავარცხნ თმაში,ხოლო შენ თავი გადაიპარსე და წახვედი დამე ძლივს გადავურჩისაპარიკმახეროს დამლაგებლის დიდ ცოცხს.
რამდენიმე წლის შემდეგ,მე ჩამოვეკიდე შენს ერთ,უკვე წამოზრდილ ნაწნავს,ხოლო შენ ადექი დასულ მეორე ნაწნავით მცემე.
მერე,მე ვცადე,გადავქცეულიყავი შამპუნის ერთ წვეთადდა კიდევაც შევძელი,მაგრამ შენ ცხელი შხაპის ნაკადითჩამომრეცხე შენი ოქროსფერი თმიდან.
და როცაშენი სხეულის წმიდა ჭუჭყითგაჯერებული წყალიაბაზანის ფსკერზე შემზარავად პირდაღებულიხვრელისაკენ მიმაქანებდა,მე დავინახე ჩემკენ გამოწვდილიშენი თმის ერთი ღერი დაროგორც ანდაზურ ჭეშმარიტებას,ისე მოვეჭიდე მას...