პოეზია · ლირიკა
ლოცვა ავადმყოფობისა
ღმერთო, მიშველე,არ შემომაპარო შიში,დედაჩემს ღრმად სძინავს,ხორცი ჩემი კი მის გვერდითსპაზმებისგან კრთება,ღმერთო, მიშველე,არ შემომაპარო შიში,ამას გეუბნები ღამით,პატარა ოთახშიდედის გვერდით მწოლიარე,ღმერთო,შემოდი ჩემს გულში,კუნთებში დადამიცავი,ღმერთო,აი, თაფლი,ის დათო აკრიანმა მომიტანა,შემოდი ამ თაფლით ჩემში დაგამისწორე შეცდომები სხეულში,სულში,ღმერთო,აი, მაწონი,რომელიც დათო ბარბაქაძემ მომიტანა,შემოდი ამ მაწვნით ჩემში,გადამარჩინე დადედაჩემი ყოველ ცისმარეზეილოცებს შენთვის.