↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლირიკა

იათაშვილი შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი6947 ნახვა

—
შენი თოჯინაა ლირიკა,კაბას ხდი და აცმევ, ვარცხნი,იჭერ ცალი ხელით და აყირავებ,რათა მინაბოს თვალები,მეორე ხელის თითებით კიაპრეხილ წამწამებში წასწვდები ხოლმედა ცალ თვალს ახელინებ,ცივად მომზირალს,გაუგებარი ფერისას _ახელინებ, ახუჭვინებ დაახუჭვინებ, ახელინებ,მოგწყინდება და ისევ წინ ისვამ,მაგიდაზე,ძველებურად თვალებდაჭყეტილმარომ შემოგხედოს,შენ კი დააწყვიტო კიდურები დახელები ფეხების,ფეხები კი ხელებისადგილას მიაბა _ჰო, შენი ასეთი თოჯინაა ლირიკა,მოშლილი მუცლით,ისეთი მოშლილით, რომროცა აყირავებ,ტირის კი არა,საერთოდ აღარ იღებს ხმას,მხოლოდ ცალ ქუთუთოს ამოძრავებს,თვალს აპაჭუნებს თითქოს დარაღაც საიდუმლო _ იქნებ ცხოვრების? _ იცის,შენ კი შენს საექიმო ყუთსხსნი საპასუხოდ,და გულს უსინჯავ ფონენდოსკოპით,და შპრიცს უკეთებბარძაყის ადგილას მიბმულ მკლავში _უკეთებ და გრძნობ,როგორ მშვიდდება იგი,და მშვიდდები შენც,ხვდები რადგანაც,ასეთი თოჯინა უნდა იყოს შენი ლირიკა,თმაგაწეწილი დაალუბლის მურაბით გაწებილიკაბით შემოსილი,ცალთვალამოგდებული,მუცელმოშლილი დახელფეხარეული.ასეთი თოჯინა უნდა იყოს შენი ლირიკა,სანამ თავს არ დაანებებსიყვარულს,შპრიცს,თოჯინებს...თოჯინებით თამაშს.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი