↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

REQUIEM

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6036 ნახვა

—
მეც მყავდა დედა, ის წავიდა, მარტო დამტოვა,ვის მივაკითხო? აღარ არის ამ სააქაოს.მახსოვს აქ იყო, ისიც ვიცი, რომ აღარ მოვა,ვის მივაკითხო? ამ ბნელ ღამეს, თუ მრუმე ქაოსს?ჰოჲ, დავსილო სიხარულო ბავშვობის დღეთა,როცა მყოფნიდა მე ხალისი და სითამამე,ამსოფლიური მომიწამლა ბედმა სიამე...ოჰ, ბნელო ღამევ, ხომ არ იცი, რა იქნა დედა?ოჰ, ცისნათელო, ეგებ შენ თუ მაუწყო რამე?მე სიხარულის საუნჯენი გადამეკეტა,ვარამის გესლით გავითანგე და მოვიშხამე,ეგებ ზეცაში მან კარავი თუ გაიკეთა,ან წილნაყარი იყოს ეგებ გარდასულ მზეთა,და დაეუფლა მის უკვდავ სულს უკუნი ღამე.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი