↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაუკარ სანჯი

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6031 ნახვა

—
ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარიდა გადავლახე უდაბნო ვრცელი,ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,უკვე მიმელის...დაუკარ სანჯი...
თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,ტკბილო მოყვარე,დაუკარ სანჯი...
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,ათასი მთვარე ისევ ამოვა,ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,ტკბილო მოყვარე,დაუკარ სანჯი...
ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,ვერც ნათესავთე მშიერი ხროვა,ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,დაუკარ სანჯი...
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი