↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*ბიოგრაფია (გ.კ)

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6039 ნახვა

—
კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) დაიბადა 1893 წლის 3 (15) მაისს სოფელ ძველ აბაშაში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო.1911 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. შემდგომ სწავლობდა გერმანიაში. 1918 წლიდან ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ატაშე გახლდათ.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა. 1924 წელს გამოსცა ადრეული ლირიკისა და ნოველების კრებული „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“.
1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს, 1965 წელს, ტეტრალოგიისათვის- „დავით აღმაშენებელი“- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. მისი ანდერძისამებრ, თბილისში, კოლხური კოშკის ეზოშია დაკრძალული.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი