პოეზია · ლირიკა
* * * შუა ზამთარია
შუა ზამთარია ეხლა თბილისში,თბილისში ეხლა შუა ბუხრის ზამთარია,თბილისში ეხლა თოვლი უნდა იყოს კანონით,მაგრამ სადაა თოვლი.ქალაქი გაფენილა მზეში;კიროვის პარკში გამოსულან პენსიონერები,როგორც გაზაფხულზედა ეფიცხებიან მზეზე.და ეძებენ მიზეზს საუბრისას.პატარა ბავშვები მოსულან დედებითდა დახტიან, როგორც კალიები.ეს გაზაფხულის დღე არის ნამდვილივითომ რით არ არის გაზაფხული?გაზაფხულის დღეა ნამდვილი შუა ზამთარშიპარკში დასეირნობს პოეტიც,უღიმის მზეს და ეშმაკურად ფიქრობს:ხომ არ გამოდნება რაიმე ამ მზიდან?
1959