პოეზია · ლირიკა
* * * შენ მიყვები მაგ შარასა
შენ მიყვები მაგ სარასა,მე ამ ბილიკს გაუყევი,ახ! ეგ გული რამ ჩარაზა,სიყვარული რა უყავი,მოვალ მე შენ ფანჯარასთან,გამოაღე გაუღები.
მე დაბლიდან შემოგღმებ,გადმომღიმე შენ მაღლიდან,შენი ღიმი მოციმციმეგამედება ელვა - ხიდად.მე ჩავიდებ გულში იმედსდა ამოვალ შენთან მშვიდად.
მე ამოვალ შენთან მყისვე,თუ ღიმილი მომაშველე,მე ამოვალ შენთან ისე,ვერ გაიგებს დედაშენი.
შენ მომისმენ, მეც მოგისმენ -სიყვარულით მე და შენით.
ოღნოდ ღიმი მომაშველე,ოღონდ ღიმი მომაშველე.
1953