↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მფრინავი

იათაშვილი შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი6941 ნახვა

—
გაფრინდა და მართალი აღმოჩნდა:შეაქეს, დალოცეს, მოუდრიკეს ქედი.გაფრინდა მეორედ და კვლავ მართალი აღმოჩნდა:მიიღეს, არ დაამადლეს პური, წყალი დასავარცხელი ფრთა-ბუმბულისათვის.გაფრინდა მესამედ და ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა:აიტანეს, შეეგუვნენ.გაფრინდა მეოთხედ და მტყუანი აღმოჩნდა:ანგელოზის სულელი პლაგიატორი უწოდეს.მაინც გაფრინდა მეხუთედ და _ესროლეს,მოკლეს.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი