↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პიცა

იათაშვილი შოთა

2026-07-182 წთ საკითხავი6935 ნახვა

—
სანდრო კობაურის ხსოვნას
შენ აცხობდი პიცას,შენ გადიოდი მარანში და ღვინოს ასხამდი,გიტარაზე უკრავდი და ჩვენით ხარობდი,მაგრამ მაღლა ცხოვრობდი შენ,ისე მაღლა, რომ ძნელი იყო ამოსვლა.ხანდახან მაინც დავადგებოდით გზას _ფეხი გვიცურავდა ყინულზე,ერთმანეთს ვებღაუჭებოდით,ვიყინებოდით დაქოშინი გვიტყდებოდა,აღმართი კი არა და არ თავდებოდა _ძლივს, ბოლოს, არაქათგამოცლილები,გიტარის ხმას გავიგონებდით,ჰაერში ღვინის სუნი დატრიალდებოდა,და ესე იგი შენ უკვე ახლოს იყავი,ნამდვილი იტალიური პიცის სანელებლებით აკმევდი სახლს,სახლი კი თავზე ედგა თბილისს,სახლი თბილისის ქუდი იყოდა თბილისი ამბობდა,«კაცი ვარ და ქუდი მხურავსო»...
თბილისი არაკაცი გახდა,ქუდი მოიხადა,მტვერში და სისხლში მოისროლადა შენც გაიქეცი თბილისიდან,დიდხანს ირბინე არაკაცი მოსკოვის ქუჩებშიბუტერბროდებით ხელში,მერე მიხვდი,არაკაც მოსკოვში სირბილსისევ არაკაც თბილისში ყოფნა ჯობდადა უკან დაბრუნდი,მაღლა აღარ ასულხარ,ქვემოთ დაიდე ბინადა გაგრძელდა ცხოვრება,უკვე უმეგობროდ,უკვე როგორც არაფერი,ეჰ, სანდრო,სადღა იყო შენი მარანი,შენი გიტარა,შენი პიცა,შენი სიზმრები მტკვრის ბინძურმა წყალმა წაიღო,შენი მეგობრები სხვა კონტინენტებმა და სასუფევლებმა დაინაწილეს,დღეს კი წერილი მომდის ამერიკიდან,იქიდან ვიგებ,შენი პირველი მეგობრისგან ვიგებშენს ახალ ამბავს...
რა მაღლა ცხოვრობდი მაშინ,განდეგილი ბერივით,რა ძნელი იყო შენთან ამოსვლა,როგორ ვებღაუჭებოდით ერთმანეთს,როგორ ვიღლებოდით,როგორ ვწვალობდით _და რა მაღლა ცხოვრობ ახლაც,ვინ იცის, რამდენი უნდა ვიფორთხიალოთ,რამდენჯერ უნდა მოგვიცურდეს ფეხი,რომ კვლავაც ამოვიდეთ ზემოთ, შენთან,ახალ კაცურ სახლში,ახალი სურნელებით გაჟღენთილში...
მანამდე კი,სულის მოსათქმელად და პურის საჭმელადსადმე კაფეში თუ შევედი და პიცაც შევუკვეთე ხოლმე,ვიცი, ყოველთვის შენ გამახსენდები,მომიტანენ პიცას და მეგონება,შენ ტრიალებდი სამზარეულოში,საკუთარი რეცეპტით მიმზადებდი პიცას,რათა ჯანი დაგებრუნებინა ჩემთვის _ის ჯანი, მუდამ აღმართ-აღმართ სიარულს რომსჭირდება...
და ასეც იქნება სინამდვილეში:შენი გამომცხვარი პიცებიამოგვიყვანენ, სანდრო, ჩვენ ყველას მაღლა,ისევე შენთან,და კვლავ იქნება ტკბილი ღვინო,ტკბილი ჰანგები დასიცოცხლე _ ერთიანი,საოცარი,სურნელოვანი...
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი