↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმართან ჩავლილია მრუდად

იათაშვილი შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი6929 ნახვა

—
დაღლილი ფეხი ტკეპნისთოვლის ძველ ფენას, ყვითელს,ბინად ელოდება ქალიმამაკაცს, სიყვარულში მყვინთველს.
მუქი ღრუბლეთიდან მორბისუფლის დაწყვეტილი განცდა,ფეხის გადაღლილი გეზიბედის მკრთალ ნიშნულებს გასცდა.
და საღამურის მხურვალებასკვლავაც ასამარებს მდედრი,ყვითელს კი შიშის თხელ ფენადეკვრის უსაშველო თეთრი.
ასეთი არის ყოფა,ასეთი იყო მუდამ,კაცის გადაღლილი ფეხისიზმართან ჩავლილია მრუდად.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი