პოეზია · ლირიკა
იქნებ არმოსვლა მერჩია
რამ შემქმნა ადამიანად,რატო არ მოველ წვიმადა?..ვაჟა ფშაველა
დალოცვილ ვაჟას უთქმია -`რატო არ მოველ წვიმადა~...მე რა ვთქვა, როცა მას შემდეგსიგლახემ ასჯერ იმატა.
ქვეყანა არეულიადა ყველგან შხამი თესია,და უმტკიცებენ ძმები ძმებსვინ ვისზე უკეთესია.
საშოვრად უნდათ სამშობლო,ნახვეჭ-ნაძარცვით ტკბებიან,ხალხს აბრიყვებენ, მშრომელ კაცსსიმშვიდე მონატრებია.
ლიქნამ კაცობა წაბილწადა პურფერობამ - ღირსება,ქვეყანა _ გმირთა, რაინდთა,ქურდბაცაცებით ივსება.
განმკითხავს სადღა შეხვდები,ყველა კანონი მკვდარია,ვის ენაღვლება - რა გიჭირს,რა გიმძიმს, რა გიხარია.
შე დალოცვილო, მე რა ვთქვა,რას ამოვუდგე გვერდშია,იქნება არ მოვსულიყავ,იქნებ არმოსვლა მერჩია.