პოეზია · ლირიკა
ბალადა მეჩონგურეზე
დამპყრობელებმა დაწვეს ყველასახლი, ტაძარი,სამას წელიწადს ჩემს მამულშიენთო ხანძარი.და ვერ წაშალა ხალხში დროთაშემობრუნებამ,მეჩონგურეზე დარჩენილიერთი თქმულება.ჩონგური ჩუმად, მოსალხენადყველგან დაჰქონდა,ჩონგური ჰქონდა ტანწერწერტა,ჩონგური ჰქონდა.ფიქრებს იდუმალს მოღუღუნესიმებს ანდობდა,ქვეყნის გულისთქმას ის ჩონგურისხმაში ამბობდა.აღარც ვენახი, არც სახლ-კარი,ტანჯავს მონობა,ქართველია და მხოლოდ ერთიეს აქვს ქონება.და გულში შერჩა ნაპერწკლებადსხივნი მზისანი,რომ ჩონგური აქვს _ ქართველობისერთი ნიშანი.და როცა მწარე სიმღერებითგულდათუთქულიჩონგურს უკრავდა, გაიგონარისხვა თურქული:"განა არ გჯერა? ეგ ქართულიჩვევები გაქრა,როგორ გაბედე მუსულმანმაჩონგურის დაკვრა...როგორ გაბედე, ღორის თავიკალთაში გედოს,ახია, ახი, სასიკვდილოდრომ გაგიმეტო".შებოჭეს, როგორც მოღალატე,მტერი, ორგული,ჩონგური ქვაზე დაანარცხეს _მისი ჩონგური.ამბობენ, როცა სასიკვდილოდგაწირა თურქმა,იმ მეჩონგურეს მთებისათვისანდერძი უთქვამს:"მთებო, როს აღდგეს ქართველობადამწვარ მდელოზე,თქვით, რომ ვმღეროდი დატანჯულისაქართველოზე;რამდენი ჩაწვა სამარეშიგმირი, ლომგული,თქვით, როგორ მოგვკლეს სიმღერისთვისმე და ჩონგური".