პოეზია · ლირიკა
ბერთვენახი
სახნისი მიწის ფერდს რომ ამოთლის,უღელში თითქოს შვიდი ხარია,აგერ, ქვის ძირას, წყარო ამოდის,ყანაში მუდამ დიდი ხვავია.აქ მტერი იყო,ვაზი გაგვიხმადა ბერის თვალი ცრემლმა დაფისა,შეგვიგინეს და რად არ იხმარესქვევრები ჩვენი პაპის პაპისა.მაგრამ უვაზოს კვლავ ბერთვენახიუწოდეს წლებმა დაწეწილებმა,თავის სახელის ასე შენახვამიწასაც თურმე არ ეწყინება.