პოეზია · ლირიკა
ზამთრის ბანაკი
Iღამის ბარისსამკუთხედ სახურავზედნება თოვლიდა წვეთ-წვეთ ჩამოდისგაღვიძებულ კრამიტებზე,და მძიმე-მძიმედზამთრის ზარივით აკლდება ხმები.
ჩვენ კი მშვიდად ვართ,როგორც დედის მყუდრო წიაღში,და ყურს არ ვუგდებთსახურავზე თოვლის ჩუმ კვნესას.
უკრავს მუსიკადა მე იგი მიმერეკება,მიმერეკება,როგორც კამეჩს ბოროტი სახრე,მიმერეკება უცნობისაკენ.
აქ ბროწეულის მარცვლებივითშენივთულან მოცეკვავენიდა ტრიალებენ,ტრიალებენ წრეში, როგორაცბაქტერიები მოძრაობენწვიმის ერთ წვეთში.
ბედნიერი ვარდა მოვდივარ შენს სიმღერასთან,შენს სიმღერასთან.როგორც წყლულთან,ისე მოვდივარ.
II
ვინ დააწიოკებს ნეტავ ამათ,ვინ დააფრთხობსშოლტის ტყლაშუნით,ან ვინ აწვდება, აიწევა,აიყალყებაყველაზე მაღლა,ყველას თავზე-როგორც ბუღასუდროო დროს მოუვლის ხოლმე,მოულოდნელად, სიჩუმეში,როცა ნახირიმტევანივით იწურებავიწრო ხიდის მოაჯირებში.
ღამის ბარისსამკუთხედ სახურავზედნება თოვლიდა წვეთ-წვეთ ჩამოდისგაღვიძებულ კრამიტებზე,როგორც ჩვენი დედისთმებზე და მხრებზე,რომელიც ძროხის საძებნელად იყო წასულიწვიმაში, ჭყაპში...(ო, მარტის თვეო,შენ გაიტყუე შენს ტყეებშიჩვენი ფურ-დედოგაზაფხულის გამოსახმობად).
ქალიშვილები მიჰკენკავენ თოვლს,მაგრამ მალეჩამობერდება ღამე,ჩაჯდებადა დასუნთქავს მათ ნაფეხურებს.
III
წავიდა,ღრუბელივით ტანი წაიღო,თბილი, ფაფუკი,მიდიოდა მშვიდად და არხეინად...(შეღერებული მარმარილოათავშეკავება ლამაზი ქალის).
ო, ნეტავი ელვასავით გამასრიალაამ ტინებს შორის ,რომ ფრთა გამეკრადა გამეხსნა პირი წყლულისათვის,რომ თეთრ ბორცვებზეამსხლტარიყოასკილის ტოტი,როგორც კალმახიფშანის ნაპირზე.
მთელი სიცოცხლეამ თოვლიანიმინდვრის გაკვერასუნდა მოვუნდე.
IV
რა მუსიკაა,რა უცნაური,თითქოს გათოშილ ლეკვს მეფერება.სუნი ტრიალებს ისე წარმტაცი,როგორც დახვეტილ,მყუდრო გომურში,საღამოხანზესაქონელით რომ აივსება.მისვენებული შენი სხეულივარცლში ჩამდგარიცომივით ელავსდა ბედნიერივუჭვრეტ ამ დოვლათსმსხლისა და ვაშლისფერად ზვინებში.
შენ თუ წახვედი,ყველა თითო რაღაცას დასთმობსდა ცეკვაც აღარ ემგვანებაყურძნის დაწურვას.
V
სად მემალები,ყველგან ვხედავმე შენს თეთრ ლაქებსისე, ვით სოფლის მარტოხელა მასწავლებელითავის მილიონ ჰექტარ ღამეშიფანჯრიდან ხედავსთოვლიანი მინდვრის თეთრ გულ-მკერდს.
ცხელა,მბრწყინავი საყვირებიდანგადმოჩუხჩუხებს სევდის ჭავლები.ცხელა, დაბზუის ბზიკის ჯარი,მუმლი ზუზუნებს,ვერცხლის შიბივითგაფენილა ველზე ნახირი.ცხელა და... ღმერთო...შენს სითეთრეს ვეღარ უშველისყავისფერი ტყავ-კაბა,ვერა!..
გაიგუნგლება შენს თეთრ მტვერშიმთელი სამყარო.ალბათ მოგბეზრდა თავი,თვალი ცრემლით აგევსო.ასე მებაღეს თუ ბეზრდებათავისი ბაღი,რადგან ათასი დაყურსული შავი ნაგაზიმისჩერებია მის გულაბებს,ოქროსფერ ნაყოფს.
VI
ჩვენი დეკეული - წაბლისფერიჩამოივლის ჩვენს ორღობეშიდა ქლიავების ტკბილი ჩრდილებიგრილ საფენებით შეხვდებიან მას -ცეცხლგამოვლილს.