პოეზია · ლირიკა
თებერვალი. ივრის ჭალები
ჩემს სახეს, ყვითელ ფოთოლზე დახატულს,შენი ალერსი უნდა, მარინე!მიბრძანე რამე, ვეებერთელა ლოდები მთაზე ამატანინე,მარინე!..ნეტავი ახლა ჩემი ივრის ფსკერზე მეძინოსდა ვარსკვლავები დამყურებდნენ მაღლა ზეციდან,რა ბედნიერი ვიქნებოდი...ზემოთ მთვარე,მე – მდინარეშიდა სოფლის ბოლოს თებერვალი,შემძვრალი ხეში...იწკრიალებდნენ ვარსკვლავები, მარინე!@შენ ჩემი დაჟინებული ფიქრი მოგიყვანსჩემთან ამ ღამეში,მარინე!დავყურებ ქალაქს, ჩემი თვალებისახურავს ხდიან სახლებს და ვხედავ– მხოლოდ მას სძინავს მშვიდად, ვინც იცის,რომ დღისით უნდა მოიპოვოს ღამის სიმშვიდე.დავყურებ ქალაქს, როგორც სახინკლექვაბს, და უსახურაოდ მდგარი სახლებისდრტვინვას შემკრთალი ლეკვივით ვუმზერ,მიშველე რამე, წაქცეული ვარდა მთვარის შუქი მაბიჯებს გულზე...ანათებს მთვარე საქართველოს ლურჯ მდინარეებს.ივრის ჭალებში დადის ცხენი კოჭლი, გამხდარი,და ამ მილიონ... ამ მილიარდ... ამ სამყაროშივერავინ ხედავს მას მგლის მეტი...იწვის ბუხარიდა ვიტანჯებით ერთმანეთის მარტოდენ ჭვრეტით.მარინე,მინდა ჩავყვინთო შენს ვარდისფერში,შენს სიცხეში და სიმხურვალეში,მივირთვა ყვითელ ფოთლების პეშვითშენი ცრემლების ტკბილი სიმლაშე...მარინე, შეამკე ჩემი თმები, მარინე...დათოვონ შენმა ხელებმა ჩემი თმები, მარინე...ივრის ტალღები განა წყალი არის, მარინე,იგი ნემსების ნაკადია, მწველი, მსუსხავიდა ვაი იმას, განწირულად ჩათვალოს თავი,ვინც მას გასტოპავს და წავა ტყისკენ.ივრის ჭალებში დადის ცხენი კოჭლი, გამხდარი,და ამ მილიონ... ამ მილიარდ... ამ ყინულეთშიუცებ გაისმის... ხმა კი არა,არამედ ზარი: `მე აქ ვარ, ძმაო!..~რა მხნე ხმა არის, ერთი უსმინე,რა ტკბილი არის: `მე აქ ვარ, ძმაო~.ტყიდან გამორბის სოფლის გლახაკიდა ყვავილები მოაქვს... მარინე!რისთვისღა ვსინჯავთ ამ ჯადოსნურ, ღვთაებრივ სიზმრებს,თუ თვალს გავახელთდა ქვეყანა ისევ ის არის!ან რად გაძალებ მე ზანზალაკს, რომ იყო ზარი...მარინე, ჩამოახიე შენი სამყოფი მანდილი ღამესდა, როცა მოვკვდე,ქარში გაფრენილ ყვითელ ფოთოლსთვალი გააყოლე, როგორც ჩემს ნიღაბს.