↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლეოს წერილი

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11406 ნახვა

—
სიფრიფანა ქაღალდის ნაწერს ეწერა: ბიჭო,როგორა ცხოვრობ, ხმა გამეცი, გამაგებინე?ვინ იცის, კიდევ წუთისოფლის გაღმა ჭორაობ,და ბნელ სარდაფში იხსნი ხილმე საკინძის ღილებს.ძმაო, ეგ დარდი აგიწყალებს თვალების გუგებს,ნუღარ იხრუკავ ისეც დამწვარ სახის ზედაპირს,თორემ, იცოდე, ხალხს დარჩები გაუგებარი,ჩამორჩენილი საუკუნის თვალუწვდენ ნახირს.საყდრის ნანგრევთან იბღავლებენ შენი ლიცვები,შენს შესანდობარს მათხროვრები ღრეჭით დალევენ,ჩაგაძაღლებენ ალბათ სადმე ხრიოკ ბორცვებთან,ლექსის ფარაონს ჯიბგირობას დაგაბრალებენ.რა ღვთის წყრომაა, ბალდახინებს წინ რომ მიუძღვი,სულ წირპლიანი დიაცივით რომ იცრემლები.ხმა ჩაიწყვიტე, ნუთუ დარდით ვეღარ გაძეხი?თორემ, იცოდე, საცოდავად დაიფერფლები.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი