↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლიახვის ნაპირებს

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11405 ნახვა

—
ჩემო მდინარევ, დამხვდი ბალღივით,მე კი გესტუმრე გზების ავყია.ჩემი მკლაურით შლილი ტალღებიშენს მდიდარ ჭავლზე ეხლაც აწყვია.
ეს ნაირები როდიღა მცნობენ,მეც ვეღარ ვამჩნევ სიყრმის ალაგებს,შევყურებ ზვირთებს გაოცებული,ვით ბრუტსაბძელის შეშლილ სარანგებს.
ლოდებს ხავსის ქვეშ შექვავებიანნეტარ ბავშვობის ტანტარა წლები,ჩემი ლექსებიც აქ ჩაქრებიან,როგორც გარეჯის ხელთნაწერები.
შურთხის ფრთებს ჰგევხარ, ჩემო ლიახვო,ნეტავ ამ ფრთებზე მომეკლა თავი,რომ შენს ჩანჩქერებს ჩემს ძვლების ოხჩშიემღერათ სევდა დაუღალავი.
ან აელოკა გული ნაკადულს...სანთლების შუქზე ეფიქრა ცხედარს,რომ ჩემი გვამის ხელის კანკალითგორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას.
საღამო მოდის, ნისლი ზედაშესსვამენ და დაისს მთები კენკავენ.ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენსაქართველოდან გამოგვრეკავენ.
რა ვუყოთ მერე, ვიღაცა მგზავრიგაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს,და შეადარებს გაკმენდილ ზარებსმწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი