↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცნობისმოყვარე

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5718 ნახვა

—
ვინმემ ამ ლექსზე იქნებ იფიქროს, ვითომ არც ღირდა,მაგრამ შენთან ხომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს,მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ტობა - ვარჩხილთან,მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი.
რამ გამახსენა, ქარი თელას რომ მუხლზე იმტვრევდა...გავიმეორებ, თავხედი ვარ და რახან გავბედე:მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ხომაკირდესთან,მაინტერესებს, ცხოვრებაში თუ გათხოვდებოდი.
ალბათ იხსენებ, სიო შენს თმას რომ ყელზე იხვევდა...უკვე ის დროა, ბედის ხუშტურებს აღარ დავნებდე,მე რომ ერთხლაც მკვდარი ვეპოვნეთ რუხის ციხესთან,მაინტერესებს, შავ სატინის თუ გაახუნებდი.
არ დაივიწყო - პოეტთან ღმერთიც მუდამ აგებდა...ვხვდები, შენთან რომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს:მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ნოქალაქევთან,მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი....................ეს ღამეც ისე, ჩვეულებრივად გადის და აქვეახლოს, დუქანში ღვინოს დავტყუებ ნაცნობ მიკიტანს,ვხედავ, კოჯორზე ნახევარმთვარე ისე დააგდეს,ვით თეთრი ფრჩხილი, წაჭრილი შენი ნეკათითიდან!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი