↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთას მიმავალი ბერის გაფრთხილება

ხარანაული ბესიკ

2026-07-181 წთ საკითხავი6024 ნახვა

—
ბერო,იქითკენ გზას ნუ დაიჭერ,კაბის კალთებიდაგაცვდება იმ ღრანტეებში,წელი მოგწყდება აღმართებზე,ხოლო ზევით კი -იმ მთით რომ გსურს გზის შემოკლება,მყვირალა ირემისუნს უცვლის ტყეს,ვნების ძაფებით ქსელავს ხეებსდა პირის ქაფითაყვავილებს უჯიშო ბუჩქებს.მკაცრებია მისი ფეხები ბალახებისთვის!რადგანაც იქვე,ანდა უფრო შორს,არავინ ირემს გზას არ ასწავლის,სულგაკმედილი სძოვს ფურირემი,ნორჩი პირით ბალახსა წიწიკნის.ბერო,იქითკენ გზას ნუ დაიჭერ,დაჯექი ჩვენთან,მეღორეებს არაყი უდგათ,ცეცხლი უნთიათ,ჩვენც,ხომ გვხედავ,აღარ ვნადირობთ.მყვირალობაა,ხარი ირემი ფურს დაეძებსგავეშებული.საძრახისია ვაჟკაცისთვისსხვის გრძნობებშიხელის ფათური.დაჯექი,შევსვათ!ხვალ დილაზე მოვა მანქანადა გაგაყოლებთ.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი