პოეზია · ლირიკა
მიპატიებია
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
ალბათ შენს ეზოში ახლა იებია,ზიხარ და სამყაროს თვალებით აბერებმიპატიებია, მიპატიებია,მიპატიებია დღემდე ყველაფერი.მიპატიებია შენთვის უჩვეულო,სიცრუე თვალებში ფარვით რომ ბრიალებს,რომ ცდილობ დამალო და მაინც ვპოულობდაცემის თოვლივით ცივ ინიციალებს.მიპატიებია, როგორმე ავიტან,რა ვქნა, თუ ყველაფერს ფეხებით შედექი.ოდესღაც ყველანი ვიწყებით თავიდანჩვენივე დაშვებულ, შეცდომის შედეგად,ალბათ შენს ეზოში ახლა იებიამიპატიებია... მიპატიებია...