პოეზია · ლირიკა
მითხარი
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
არვიცი რატომ, არვიცი როგორარ ვიცი რისთვის,შენი სახელი ამოვიკაწრე...მე აღარასდროს, აღარასდროსჩამოვალ ბირთვისარ გაეკარო ახლოს იმ ტაძრებს!
არვიცი საით,არვიცი ვისთანარვიცი რასთან........მინდა გავიყო გზები-ტყვიები...არდამელოდო ძველებურადმივარდნილ ტბასთანნუ ოცნებობ და ნუ იტყუები...
არვიცი რატომ ,არვიცი რისთვისანდა სადამდე?!მინდა გაგრიყო ... გადაგასახლო....მობეზრებული რომანივითგვერდზე გადამდეროცა ზაფხულმა დადგა სასახლე.
არ ვიცი მე და არ ვიცი არც შენ,არ ვიცი თუა...სინამდვილეში ღირსი წყალობის,ბევრს იფიქრებ და... გათქმევინებსსუნთქვაზე უარს,ის შენი ეშხი ყრმაწვილქალობის
არვიცი დღე და არ ვიცი ღამე,არვიცი ძილშიც,არ ვიცი სიზმრად რომ გნახო უცებ....თუ გავიღვიძებ სად წავიღოშენი სიცილი?ნუ განმარისხებ! ნუ გამაოცებ!
მითხარი რატომ, მითხარი როგორ,მითხარი რისთვის?შენი სახელი ამოვიკაწრე...მე აღარასდროს, აღარასდროსჩამოვალ ბირთვისს.არ გაეკარო ახლოს იმ ტაძრებს.