პოეზია · ლირიკა
რუსთაველი
ალექსანდრე ორბელიანი 1802–1869
რუსთაველ!ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულოდა ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო!ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგან გადმომძახონ,ვინ გადმოაქცია შენზედ მეტად კარგი უცხოება ნეტარებისა.ვინ მოგიტანა დიდსულოვნების რტო სასუფევლიდან?ვინ გადაიპო თავისი გული ლესულ ალმასითადა იმაში ანთებული სიყვარული ვინ გაჩვენა?ვინ გაჩვენა მომფრინავი სული, დავნებული სურვილითა?ვინ გაურია შენს მტკინვარე ცრემლში აუარებელში,სიტკბო...ის ცრემლი,რომლის მაღაროში შეგუბებულია მეტად წმინდაგაბროლვილი?ის ცრემლი,რაც ემბაზით მიაქვს ცის კამარის მოსარწყავადმთვარე სრულსა?რომელს მინდორზე ილოცავდი,რომელ ცთომილთა მოგფინესმზის პოდირი.რომელს მდინარეს მოუთხრობდი შენს გულის წადილს?რომელ მკურნალმა გასვა წამლად უკვდავება შენ?როგორ,საიდან სცან ტკივილი სოფლის გულისა?ნეტა რად ილმე ტკინვა მისი, დაუდგრომლისა?რომლის სამოთხის ყვავილების სურნელებით ავსილი ხარ?რომელ მხრის ედემის წყარო გისომს?რომელს სანუგეშო წალკოტში ხარ აღზრდილი?რამდენ გვარი ფრინველები ყოფილან შენთან მოსაუბრედ?რამდენ ბრძენისაგან დალოცვილხარ?ვინ მოგართვა მხედრობისა გამკვეთელი ბასრი ძრიელი?ის რა ტყე არის, შენგნით მოლბენ მხეც-ნადირნიგააფთრულნი?ის რომელი გველი იყო,შენ წინ კრძალვით ამოწკრიტა გესლითვისი?იყო სადა და ვინ გითხრა: “აგერ ხედავ? ცა პატივს გცემსღრუბლის გრგვინვითა“,ამ დროს სიგრილის ცვარიც მოვიდა გულსა მშვებელი.ვინ გასწავლა ცხოვრების წესი - მეგობრობა და ზნეობა?სიხარულითა და სიკეთილით მოზღუდული სცურავსიამოვნებასა შინა!სიმდიდრე და დიდება სულ არა ჩანს არად შენთან.ჩანგ-ებნები და ყოველი სამუსიკო შეგამკობენ,მგალობლები და მომღერალნი შემოგტრფიან.რა უნდა იმ შენს მტერსა დავითს შენგნით:შენი შურით თავის ქნარი უკეანეს ზღვაში გადაუგდიადა მწარედ დასტირის საწყალი ზედა.აი, ეხლა მესმის მთელი ქვეყნის მგოსნების ღაღადება,მაგრამ რუსთაველის ხმოვანება უფრო აღმატებულია დასატრფიალო იმათზე!