↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლანდი

რობაქიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი8521 ნახვა

—
შფოთავს ღამე,შფოთავს შავი,ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;ვამე, ვამე,შენი თავივინ მომტაცა, ვინ მომტაცა...ვზივარ ცეცხლთან,ვდნები ნელა,ცეცხლი ფიქრად იფერფლება,გაჰქრა შენთანერთად ყველა,მხოლოდ ლანდი მევალება...სუსხი ისხმის,ვუსმენ მუნჯი,ფიქრი შენ ლანდს ეტანება;ეს რა ისმის?ჩიტი ლურჯიჩემს ფანჯარას თავს აკვდება...შენ ხარ ეგებ?მაგრამ არა:მხოლოდ ელვით შეკრთა გული,ცრემლით გეძებდა ფანჯარამიცქერს ისევ მოღუშული...შფოთავს ღამე,შფოთავს შავი,ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;ვამე, ვამე,შენი თავივინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი