↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყორანი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანიდა სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში;თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი).
ყოველთვის მგონია: ჩემს სახელს ნაცნობიაჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით,უცნობებს ეძახის ფარული ხველებით -და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით.
ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებსდა როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით -ის მიცდის კარებთან მათხოვარ-ქურდებით:ტირილით წარსულში ვიღაცას მაბრალებს!
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი