პოეზია · ლირიკა
დიდი შუადღე
მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით.ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი.ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი.მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.
ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით:ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო,ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი!დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.
მწიფე მარცვლები ცვივა ხვატის გამსკდარ ბროწეულს,თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები.ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.
ღვთის სიახლოვით მეწამულნი: ვიწვით, ვითვრებით.რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი.და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი.