↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)

პერსი შელი

2026-07-181 წთ საკითხავი505 ნახვა

—
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE მზე ჩაესვენა დიდებულად, მერცხლებსაც სძინავთ,მაღლა დაჰფრენენ ღამურები, ნაცრისფერ ბინდში,სველ კუთხეთაგან ყრუდ მოისმის გომბეშოთ გმინვადა მწუხრის ლანდი შეჰპარვია ყველაფერს ირგვლივ.
ოჰ, რა მშვიდია ნაკადული, არ შფოთავს სრულად,მის ზედაპირი გაყინულა და სძინავს ჩუმად.ცვარიც კი აღარ დაჰფენია ამ ღამით ბალახსდა ნესტიც, ხეთა აჩრდილებში, თავს ვეღარ მალავს.
ქარი მშრალი და მსუბუქია ამაღამ თითქოს,როგორც ჩანს სიოც მოწყენილი არ უნდა იყოს,ზევით და ქვევით ატრიალებს მტვერსა თუ ბალახსდა სევდიანად დასთამაშებს ბინდისფერ ქალაქს.

პერსი შელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი