↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულის ფილოსოფია (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

პერსი შელი

2026-07-181 წთ საკითხავი514 ნახვა

—
ამქვეყნად ყველა ნაკადული ერთვის მდინარეს,ყოველ მდინარეს ელოდება ზღვის სტიქიონი,ზეციურ ტატნობს, ნეტარებით პირ–მომცინარეს,უერთდებიან ტრამალებზე მქრალი სიონი.
არავის აწევს მარტოობა მძიმე კირთებად,განგებამ ყველას მოწყალების თვალით შეხედა.სულდგმული სულდგმულს მიესწრაფვის და ენივთება,მე კი ვერ შევძელ სანატრელო შენთან შეხვედრა....
შეხედებ მთაც კი შესწვდენია ზეცის ბაგეებს,ტალღაც კი ტალღას ჩაჰგრეხია ვნებამორევით,მომდურებულ დას ძმა სიკეთის ღიმილს აგებებს,აღარც კი ახსოვს რომ ახრჩობდა ბოღმის მორევი.
თუნდ ჩამოცალოს მზემ მიწაზე ალერსის თასი,თუნდ მოაფრქვიოს მთვარემ ზეცას ვნების ტბორები.განა ექნება ამ ყველაფერს რაიმე ფასი,მე შენს ბაგეებს თუკი ვეღარ ვეამბორები?!

პერსი შელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი