პოეზია · ლირიკა
სათაური
მინდორში იდგა პატარა სახლი,პატარა სარკმლით, პატარა ბუხრით,ვეება მუხას ჟამთასვლით დაღლილსიმის კედელზე მიედო მუხლი.მინდორში იდგა პატარა სახლიდა ქარი ქროდა ტყეების მხრიდან,და შემოდგომა ცივი ცახცახითმოყვითლო ფოთლებს ეზოში ყრიდა.სახლზე ნიავი ნისლს მიარწევდა,პატარა ჩრდილი მიჰქონდა ღელეს...და ბერი მუხა ბერიკაცივითიისფერ კვამლზე ითბობდა ხელებს.