პოეზია · ლირიკა
სურათი
მწყემსი ცხვრის ტალღებს მიდენის სტვენით,წამოუნთიათ ატმები შუკებს...ნეტავი რაღა დრო არის წყენის,როცა ალერსით სავსე ვარ უკვე.დღე მიდის, მიდის ხვალით დევნილი,მზის წარღვნა წასკდა ცის კალთა-უბეს,კავკასიონი ხარირემივითქორბუდა რქებზე იფხრეწავს ღრუბლებს.