პოეზია · ლირიკა
* * * "მხრებგალუმპული ველურ..."
მხრებგალუმპული ველურ ყვავილითგაშმაგებული ვკოცნი სამყაროს...რად შევძრა ზეცა ფურის ბღავილით,თუ ძალმიძს, მხრებზე ვარდი გაყარო...მორჩა, ლოდინის არ ვარ გამძლები,შემოვიფხრეწავ ამ მზეს,ამ მინდვრებს...ახლა ან შენი სუნით გავძღები,ან გრიგალივითთავ-პირს დავიმტვრევ...ეს გადარევა ვეღარ გამივლის,გინდაც ცხელ გულშიტყვია მახალონ;ჟინატეხილი, უქმრო ქალივითიის ღვართქაფშიგორავს სამყარო...