↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძარღვებდაბერილო მიწავ

სოლომნიშვილი ზინა

2026-07-181 წთ საკითხავი2255 ნახვა

—
გულო, არ გამისკდე ემანდ,სისხლის გაუმაგრდი ჭიდილს...ლამის გავიკრიფო ენად,როგორც მოჟღურტულე ჩიტი.ღაწვზე ცხოველი მზე მკოცნის,სხეულს შენი სუნთქვა მიწვავს...ლამის ჩემი სული მოგცე,ფილტვებდაბერილო მიწავ!გზებზე შენი სითბო მშველის,თმაში შენს აპრილებს ვიწნავ...ქვეყნად ერთადერთი შენ ხარ,დასაბამიდანვე ვინც მწამს!..შენთვის დავვარდნილვარ ლოცვად,როგორც მოჩურჩულე ია,შენი სიხარული მათრობს,შენი სიმძიმილი მტკივა...ჩემო უკვდავების წყაროვ,ხატად, სალოცავად გიცან;მზეწაკიდებულო ცაო,ძარღვებდაბერილო მიწავ!

სოლომნიშვილი ზინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი