პოეზია · ლირიკა
* * * მე კარგად მახსოვს
მე კარგად მახსოვს,ყველაფერი მოხდა თანდათან,პირველმა ჭიქამ შარშანდელი ეჭვი გაფანტა,მეორემ-მტერთან შემარიგა,ხოლო მესამე ჭიქითმტკივნეულ მოგონებებს გამოვესალმე,მეხუთემ ჩემი საიდუმლო გაიზიარადა შეუმჩნევლად მომიშუშა ძველი იარა,მეშვიდემ სევდა დამავიწყა გუშინწინელი,ფერები გათბა, მოერია წითელს წითელი,საგნები ნელა გამომჟღავნდნენ ნეგატივივითმერვემ დააცხრო გუშინდელი გულისტკივილი.მეცხრემ ეჭვების უმნიშვნელო კვალიც წაშალა,გადაეფარა კენჭებივით გამორიყულებს,ახლა სარკეში შევცქერი და ვხედავ აშკარადსარკიდან ჩემზე ბედნიერი კაცი მიყურებს!
1969