↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინ დაუჯერებს

მეტრეველი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი1320 ნახვა

—
ვინ დაუჯერებს ლექსებს და ლოცვებს, _ცხადში ერთმანეთს შეგვაჯერებენ...სიტყვებით ვხატავ საკუთარ პორტრეტსდა შენა გჩუქნი მერამდენეჯერ,რომ მიხვდე: მე არც მტრედი ვყოფილვარ,არც განაბული ყანაში მწყერი,მე აწეწილი სულის ქრონიკასარ ვალამაზებ და იმ დღეს ველი,როს მტრედი წერილს დაკარგავს გზაში,გაგიფრინდება მწყერი მწყაზარი, _მე გზას გავიკვლევ ნისლიან ცაშიცდა მეყვარება შენი ზამთარი.რომ არ დამესხას შიმშილით რეტი,საკენკს დამიყრი კვლავინდებურად,გაგახსენდება ჩემი პორტრეტიდა მიმამსგავსებ ერთგულ ბეღურას.

მეტრეველი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი