პოეზია · ლირიკა
*** "მინდორს ფარავს თეთრი ფარა"
მინდორს ფარავს თეთრი ფარა,იქვე სალამური კვნესის,ნეტავ საით გამეპარაწუხელ დაწყებული ლექსი?სიზმარ-ცხადის თოთო პირმშო,ჯერაც სუსტი ნედლი ფესვით _მაინც რა ლამაზი იყოსულში დაშიფრული ლექსი!იქნებ უკან მოჰყვეს წვიმებს,იქნებ ჩიტის სტვენად მესმის...ღვთისმშობელო, მაპოვნინეწუხელ დაკარგული ლექსი!