პოეზია · ლირიკა
მტაცებელმა თვალი მომტაცა
მწამს მიმინოს გუმანი,თავის გადამრჩენი;თექვსმეტსართულიან სახლის,აირჩია სხვენი.
წყვილმა, დედალ-მამალმა,იქ დაიდო ბუდე,გამოჩეკეს ბარტყები,მჭყივან-მოფუთფუთე.
სეტყვა ვერას აკლებდათ,ვერც წვიმა და ქარი,დაფრთიანდა ოთხი ბარტყი,მათი მონაგარი.
ცად აჭრილნი, გაქანდნენ -ქვეყნის ოთხივ მხარეს;კაცის ენა ვერ იტყვის,როგორ გაიხარეს.
სიყმეს გაგახსენებენ,აქვთ მჭეხარე რა ხმა...მზეში დაოქროვილნი,ჰქრიან აღმა-დაღმა.
უთრთით ტანი, მათი ადრეცმითქვამს ქება, ოდა...მიმორწევით მიმონებსმწკრივი მიმინოთა.
მათ ხილვაზე ვხელდები,მყის დამივლის ელდა...ზღაპარია ცერად ფრენა,ცერზე დასასმელთა.გარაჟი სანაპიროზე