პოეზია · ლირიკა
*** "ბევრს ითხოვს სატრფო" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ბევრს ითხოვს სატრფო. არაფერს არ გთხოვსმიტოვებული ოდესღაც ქალი.მე მიხარია, რომ გამჭვირვალეყინულქვეშ აღარ ხმაურობს წყალი.
ფეხით შევდგები მყიფე საფარზე,მხოლოდ უფალსღა შევთხოვ წყალობას,შენ კი მიხედე წერილებს ჩემსას _დაე, განგვსაჯოს შთამომავლობამ,
შენზე _ ესოდენ ბრძენზე, გულადზერომ წარმოდგენა ჰქონდეს ნათელი...მაგ შენს დიდებულ ბიოგრაფიასვით ეკადრება თეთრი ლაქები.
ვერ გავექეცით მიწიერ ვნებებს,სასიყვარულო მჭიდროა ქსელი.სკოლაში, წიგნში ამოიკითხონ,დაე, ბავშვებმა ჩემი სახელი.
დაე, გაეცნონ სევდიან ამბავსდა გაიღიმონ ანცად ან კრძალვით _ბედნიერება თუ არ მაღირსე,მაჩუქე მწარე დიდება მაინც.