↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***დგას გამჭვირვალე ქარვის ნათელი

მეტრეველი ლელა

2013-05-121 წთ საკითხავი1333 ნახვა

—
დგას გამჭვირვალე ქარვის ნათელი _დგას შემოდგომის დღეები მშვიდი,ნუ, ნუ გგონია უკანასკნელიეს სიყვარული, ახლა რომ მიდის.მიდის ნელ-ნელა და შეუმჩნევლადდა სულ გაოცებს, რატომ არ გტკივა,გული დასასრულს არ ეურჩება,ხეებს გამხმარი ფოთლები სცვივა.წავა ზამთარიც, ხოლო გაზაფხულსმოჰყვება ტყემლის ყვავილთა თოვა,მზე გააღვიძებს გრძნობებს დამარხულს,ვიღაცა მოვა, შენთანაც მოვა.და შენი ტაძრის მწუხარე ბინდშიერთად იალებს ყველა სანთელი...ეს სიყვარული, ახლა რომ მიდის,ნუ გეგონება უკანასკნელი.

მეტრეველი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი