↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფისო, ფისო!

ხალხური

2026-07-181 წთ საკითხავი6961 ნახვა

—
დედამ გოგონებს ფაფა მიუტანა._ უჰ, რა ცხელია!_ ორთქლი ასდის! _ კისკისებდნენ პატარები._ სანამ განელდება, მოდი, `ფისო, ფისო~ ვითამაშოთ! _ შესთავაზა ნატომ მაიკოს._ ხელი არ მატკინო! _ გააფრთხილა მაიკომ და თამაშობა დაიწყეს._ ფისო, ფისო, ფისო... _ ჩურჩულებდა ნატო და თან ალერსით უსვამდა ხელს მაიკოს თითებზე.ტახტზე მთვლემარე ფისომ თვალები დააჭყიტა, კუდრაჭები მეძახიანო, _ ისკუპა ტახტიდან და კუდის ქნევით მაგიდასთან ჩამოცუცქდა.`იფ, ფაფის რა საამო სუნია~, _ ნერწყვი მოერია მსუნაგს._ ფისო, ფისო, ფისო, _ ალერსიანად იმეორებდა ახლა მაიკო.`რა მოეჩვენათ ამ კუდრაჭებს? მე მეფერებიან, ზედ კი არ მიყურებენ!~ _ უკვირდა ფისოს და ფაფიან ლამბაქს თვალს არ აშორებდა. ბოლოს, სურვილმა სძლია, მაგიდაზე ახტა და ორივე ლამბაქი პირწმინდად მოლოკა.`ეს რა კარგი თამაშობა უსწავლიათ~, _ ნებივრობდა ტახტზე მოკალათებული ფისო._ შეგარგოთ, შვილებო! _ დალოცა დედამ ბავშვები და ცარიელი ლამბაქები სამზარეულოში გაიტანა._ ვინ შეჭამა ჩვენი ფაფა? _ გაიკვირვეს გოგონებმა._ მიაუ... `გმადლობთ~, _ დაიკნავლა ფისომ და ულვაშები გაილოკა.

ხალხური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი